ადვოკატთა შესახებ

მუხლი 28. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

2.ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ.

3.ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.

4.ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.

5.ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს.

7.ეთიკის კომისიის სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში.

8.ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი.

9.თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს.

10.ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

11.ანონიმური წერილი და შეტყობინება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

12.ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

13.ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ინფორმაციისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14.ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2018

    მე-7 და მე-8 პუნქტებში ახლა მოწესრიგებულია ეთიკის კომისიის სათადარიგო წევრების არჩევა და ვადაზე ადრე შეწყვეტილი უფლებამოსილების ჩანაცვლება, მე-9 პუნქტში კი საერთო კრების მიერ ახალი წევრის არჩევა ჩანაცვლების შეუძლებლობისას. ინფორმაციის შემოწმების, ანონიმური წერილებისა და დისციპლინური წარმოების ნორმები გადავიდა მე-10–მე-12 პუნქტებში, დაემატა მე-13 (ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება) და მე-14 (გადაწყვეტილება ასოციაციის სახელით) პუნქტები.

  2. 28-ე მუხლის მე-5 პუნქტში დაემატა „ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს“ და წინადადება ახლებურად იკითხება: თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობით თვითონ ეთიკის კომისია ირჩევს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2624359651271915515¹202323228
მნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა