1.სადაზღვევო საწარმოს გაკოტრებისას დაზღვევის საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება და მისცეს თანხმობა სანაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებაზე.
2.სიცოცხლის დამზღვევი საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოებისას დამზღვევი სარეზერვო ფონდის მიმართ ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება თავისი დაკარგული წილის გამო.
3.ზარალისაგან დამზღვევი საწარმოს ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება (მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შედეგად სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

