ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 14 (დანართი 1). ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწიური შესაბამისობის შემოწმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო ახდენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის შემოწმებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში .

2.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე -13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას . აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გულისხმობს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობას , რა შემთხვევაშიც დგება ამ წესის მე -15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგი .

3.„ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში , სტატუსი რჩება ძალაში .

4.„ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში , დგება ამ წესის მე -15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგი .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15232415⁴15⁸15²3218813 (დ…15 (დ…12 (დ…7 (და…21 (დ…14 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…ცხოველთა და მცენარეთა …ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა