ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 3 (დანართი 1). განაცხადი ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სამეწარმეო საზოგადოება ( შემდგომში − ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადით მიმართავს სააგენტოს .

2.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადი მოიცავს : ა ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის , განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე განახლებულ ამონაწერს „ მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან “; ბ ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის ინოვაციური პროდუქტის , პროცესის ან / და ინოვაციური მომსახურების აღწერას , რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს : ბ . ა ) არის თუ არა პროდუქტი / მომსახურება / პროცესი უნიკალური და ინოვაციური ; ბ . ბ ) აგვარებს თუ არა პროდუქტი / მომსახურება / პროცესი რეალურ პრობლემას და როგორ ; ბ . გ ) ვინ არიან პროდუქტის / მომსახურების / პროცესის მომხმარებლები ; ბ . დ ) რამდენად კონკურენტულია ბაზარი და ვინ არიან კონკურენტები ; ბ . ე ) რა არის პროდუქტის / მომსახურების / პროცესის კონკურენტული უპირატესობა ; ბ . ვ ) პროდუქტის / მომსახურების / პროცესის სამიზნე ბაზარი და ინდუსტრია ; გ ) სააგენტოს საგრანტო დაფინანსების შემთხვევაში ინფორმაციას გრანტის მიღების თაობაზე , ხოლო საინვესტიციო ფონდისგან ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან ინვესტიციის მოპოვების შემთხვევაში , ზემოხსენებულ პირებთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც მოიცავს ინფორმაციას , ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ არანაკლებ 100,000 ლარის ოდენობით , ინვესტიციის მოპოვების შესახებ და ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს . თუ სტატუსის მაძიებელ სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელი / შვილობილი კომპანიისგან , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან / და აქსელერატორისგან მიიღო , მაშინ განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს : გ . ა ) მშობელ / შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან / და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას ; გ . ბ ) მშობელ და შვილობილ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებასა და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ აღნიშნული სახსრების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ; გ . გ ) იმ შემთხვევაში , თუ საინვესტიციო ხელშეკრულება დადებულია შვილობილ კომპანიასთან , შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას , რომელიც ადასტურებს , რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის მშობელ კომპანიას ; დ ) „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება - ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის / აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომელიც ადასტურებს , რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები , ასევე ამ პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციიდან ან მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული სააგენტოს საგრანტო დაფინანსებიდან გაწეული ხარჯები არსებითად უკავშირდება ამ პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ; ე ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება .

3.განაცხადი სააგენტოს მიერ განხილვას ექვემდებარება , თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ გადახდილია „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური − 200 ლარის ოდენობით . საფასურის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით , სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1224102120²15¹15⁸15²302 (და…4 (და…6 (და…11 (დ…3 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…ინვესტიციების სახელმწი…საქართველოს საპატენტო …მეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა