Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 18

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ენერგიის წარმოებაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტრო­ენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზია­ტისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

2.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებუ­ლია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნ­ველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტრო­ენერგიის მიწოდება.

3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძ­ლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.

4.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლე­ბელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახუ­რების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუ­თებული გარემოების გამო.

5.საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესე­ბით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებ­ლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახუ­რების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახუ­რება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცე­დურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.

6.საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბა­მისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიც­ხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექ­ტრო­ენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმა­რებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლო­ბელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემ­თხვე­ვებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმ­ძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელ­შეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული.

7.საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგები­სათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ­ლებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტი­რების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

8.საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშ­ვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექ­ტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

9.საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმა­რებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექ­ტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტი­სათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.

10.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.

11.საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კა­ნონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზა­ციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 იან. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ჰიდროელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 იან. 2020
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 38მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
  • 165¹მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით  მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი
  • 104მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64³ (დანართი 1)მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრა
  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 29მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
  • 6მომსახურების გაწევა
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²191932962864³ (…64² (…38165¹1042518
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის (სიმძლ…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს ადმინისტრა…