„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი არეზერვებს (ქმნის) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება.

2.განაწილების ლიცენზიატი (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრუ­ლება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მცირე სიმძლავრის ელექტროსად­გურისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებ­ლის მიხედვით. მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრუ­ლებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3.იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა ქვითარში მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შესყიდუ­ლი ელექტროენერგიის ან/და მომსახურების ღირებუ­ლება, განაწილების ლიცენზიატი ამ საცალო მომხმა­რებლის მიმართებაში ვალდებულია იმოქმედოს ელექ­ტრო­ენერგიის განაწილებისას ანალოგიურ შემთხვევებზე ამ წესებით გათვალისწინებული პირობე­ბის შესაბამისად (მათ შორის, უზრუნველყოს ამ მომ­ხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა), ამასთან, საცალო მომხმარებლის მიერ ქვი­თარ­ში მითითებული ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში, ატყობინებს მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურს და განუსაზღვრავს მისი დავალია­ნების გადახდის გონივრულ ვადას, განსაზ­ღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ასევე მოსთხო­ვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ან/და გატარების მომსა­ხურების ღირებულების დაფარვის უზრუნველ­საყოფად.

4.იმ შემთხვევაში, თუ მცირე სიმძლავრის ელექ­ტროსადგური არ გადაიხდის გატარებული ელექტრო­ენერგიის საფასურს ან/და შესაბამისი საცალო მომხმა­რებლის დავალიანებას ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მხარეთა შეტყობინების შემდეგ, არ დაუშვას გამანაწილებელ ქსელში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აღნიშ­ნული პირობების დაკმაყოფილებამდე. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმ­ძლავ­რის ელექტროსადგურის შესაბამის მომხმარებელს გაუწიოს განაწილების მომსახურება ამ წესებით დად­გენილი პირობების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²193083164³ (…64² (…64¹ (…38165¹142521
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგოეფექტურობის შესა…