„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 20. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცა­ლო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექ­­ტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესრუ­ლებისათვის საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზია­ტისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომ­ხმა­რებლისათვის ელექტროენერგიის გატა­რება, ფაქტობრივი მოხმარების შევსება ან/და სიმ­ძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა.

2.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საცალო მომხმარებლის დასახელება და მისამარ­თი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარა­გება; ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი სიმძლავრე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვე­ვაში, შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ელექტრო­ენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი; გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებები; ე) საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის პირობები.

3.განაწილების ლიცენზიატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვალდე­ბულია, ელექტროენერგიის ნასყიდობის კონკრე­ტუ­ლი ხელშეკრულების შესაბამისად ელექტრო­ენერგიის გატარებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ: ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები; ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის პირობები; გ) არ არის განსაზღვრული მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის მიერ ელექტროენერგიის მიწოდე­ბის თარიღი და სავარაუდო სიმძლავრეები; დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების შესახებ.

4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექ­ტრო­სადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმა­რებ­ლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენ­დარულ დღეს (თუ მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორ­მებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკ­რუ­ლების ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწი­ლების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.

5.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი უნდა იყოს კალენდარული თვის დაწყების თარიღი.

6.თუ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს და მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.

7.თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მი­ერ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება ისე, რომ არ ხდება ან ტექნიკურად შეუძ­ლებე­ლია ამ საცალო მომხმარებლის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით ელექტრო­ენერგიით მომარაგება, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექ­ტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესრუ­ლებისათვის არ საჭიროებს განაწილების ლიცენ­ზიატისათვის მიწოდებასა და განაწილების ლიცენზია­ტის მეშვეობით სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფას. განაწილების ლიცენზიატს არ შეიძ­ლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება ამ პუნ­ქტით განსაზღვრული საცალო მოხმარებლის ელექ­ტროენერგიით მომარაგებიდან გამომდინარე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  3. · გამოქვეყნდა 25 ნოე. 2020
  4. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020
  5. · გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2019
  6. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  7. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2019
  8. · გამოქვეყნდა 18 მარ. 2019
  9. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2018
  10. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2018
  11. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2018
  12. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  13. · გამოქვეყნდა 21 მარ. 2016

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²19293664³ (…64² (…15381041022520
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს ადმინისტრა…სასმელი წყლის მიწოდები…