Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 22

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 22. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ენერგიის წარმოებაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

2.გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.

3.ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის) რეკვიზიტებს; ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახ­დაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივი­დუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვი­ზიტებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნ­ველ­ყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის თანხმობას. დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდე­ბარეობასა და დასახელებას; ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგ­ნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფი­კები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემუ­ლი მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმა­რებ­ლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყი­დობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლი­ლებას.

5.განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.

6.განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბა­მისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემ­დეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექ­ტრო­ენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.

7.ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივი­დუა­ლურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.

8.ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძ­ლავ­­რის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარე­მოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედე­ბის პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექ­ტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმა­რებელთა იძულებითი შეზღუდვა.

9.განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარე­­ბაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.

10.განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელო­ბაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბა­მისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ენერგიის განაწილების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ჰიდროელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 27განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 38მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64³ (დანართი 1)მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრა
  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²342819¹2764³ (…64² (…163834572522
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს ადმინისტრა…განახლებადი წყაროებიდა…