Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 14

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 14. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ლიცენზიატს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ისარგებლოს კონკრეტული საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით და ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და ვალდებულებები.

2.ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ მიიღო მოთხოვნა მომსახურების შეწყვეტის ან/და შემცირების ან ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, იგი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, თუ ლიცენზიატის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მომხმარებლებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებასა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგებას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.

3.არ შეიძლება ლიცენზიატს დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ ამ მომსახურების მიმღები სისტემით მოსარგებლე ან მომხმარებელი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4.ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას აცნობოს კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად, ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე. კომისია განსაზღვრავს იმ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელთა ცვლილება ექვემდებარება დაუყოვნებელ შეტყობინებას, და ადგენს სხვა სახის მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილებების შეტყობინების ვადას.

5.ლიცენზიატი ვალდებულია, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად, მოამზადოს და წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში კომისიას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს.

6.ლიცენზიატის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

7.კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით.

8.იმ ლიცენზიატის მიერ, რომელზედაც გაიცა ლიცენზია ამ მუხლისმე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიცენზიატს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ისარგებლოს კონკრეტული საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით და ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და ვალდებულებები. 2. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ მიიღო მოთხოვნა მომსახურების შეწყვეტის ან/და შემცირების ან ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, იგი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, თუ ლიცენზიატის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მომხმარებლებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებასა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგებას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია. 3. არ შეიძლება ლიცენზიატს დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ ამ მომსახურების მიმღები სისტემით მოსარგებლე ან მომხმარებელი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას აცნობოს კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად, ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე. კომისია განსაზღვრავს იმ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელთა ცვლილება ექვემდებარება დაუყოვნებელ შეტყობინებას, და ადგენს სხვა სახის მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილებების შეტყობინების ვადას. 5. ლიცენზიატი ვალდებულია, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად, მოამზადოს და წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში კომისიას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს. 6. ლიცენზიატის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 7. კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით. 8. იმ ლიცენზიატის მიერ, რომელზედაც გაიცა ლიცენზია ამ მუხლისმე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროგრამის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები
  • 16ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიის გაუქმება
  • 12სალიცენზიო პირობები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები
  • 25⁸საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 6მომსახურების გაწევა
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 27განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მომსახურების გაწევა
  • 14სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 10სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71025¹⁰25⁸51468271320145161214
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ეროვნული მარეგულირებელ…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026