„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 23. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებუ­ლია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

2.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებ­ლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზ­ღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგე­ბისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკ­რულების შესაბამისად.

3.თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელ­შეკ­რულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშ­სწორება მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით: ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩ­ნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწი­ლების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენე­ბული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემ­თხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმა­რებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმა­რებლო ტარიფით ანაზღაურება; ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩ­ნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმა­რებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული, ელექტრო­ენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურე­ბის ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.

4.იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარე­ბის ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტრო­ენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორ­მატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწი­ლების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალის­წინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელ­ში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²31864³ (…64² (…38165¹342531145¹23
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ელექტროენერგიის საცალო…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…