Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 8

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:განახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹7²89

1.ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2.ელ­ექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვ­ლე­ნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექ­ტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმა­რებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარა­გების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინას­წარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).

3.განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.

4.მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტრო­ენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემ­თხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატა­ცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარე­შე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარე­ბის შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტრო­ენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდე­ნობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძ­ველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარე­ბული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგე­ნა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება. ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხვე­ლის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღი­დან (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა). გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოით­ვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენ­­­დარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმა­რე­ბაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსე­ლიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავ­ლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენ­ტაციო სიმძლავ­რისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათე­ბის ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს). დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტრო­ენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხ­მა­რებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმა­რების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელ­თან არსებუ­ლი ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენო­ბის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღე­ბების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით. ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არასაპატიო (დაუსაბუთებელი) მიზეზით არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ განაწილების ლიცენზიატს, მომხმარებ­ლის წერილობითი გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინა­ლური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგა­რიშებით.

5.თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერი­ლობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 3 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომად­გენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემ­თხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენ­დარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექ­ტრო­­დანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6.ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექ­ტრო­დანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომელიც მიერთე­ბულია ქსელზე ან მზად არის ქსელზე მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.

7.მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

7¹.დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ არ არსებობს ამ წესების მე-17 მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

7².ამ მუხლის 7 1 პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამი­სად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირე­ბულება.

9.განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწი­ლვადებაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 2 ოქტ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  2. 2 ოქტ. 2015

    პირველ პუნქტში უკანონო მოხმარების ცნებას დაემატა შეწყვეტილი მიწოდების თვითნებური აღდგენა და გამონაკლისები მხოლოდ ამ წესებით განისაზღვრება; დაემატა 7¹ და 7² პუნქტები ოქმის შედგენის პირობისა და პასუხისმგებლობის შესახებ.

  3. 28 სექ. 2012

    მე-7 პუნქტში ადმინისტრაციული სახდელის დამკისრებელი სასამართლოს ნაცვლად განაწილების ლიცენზიატია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჭკვიანი ქსელის განვითარებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 3 ცვლილება · ბოლო 14 აგვ. 2020
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 21საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 8¹წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობა და მისი აღკვეთის საშუალებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 137ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 60ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 96¹ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
96¹88¹92164² (…16137346024258
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…