Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებმუხლი 9

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 9. ელექტროენერგიის

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2021.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789101112131415161718192021

ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა 1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

2.მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).

3.საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

4.ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

5.მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ: ა) აბონენტის ნომერი; ბ) დარიცხული კილოვატსაათები; გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა; დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა; ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია; ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

6.მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით); გ) სამომხმარებლო ტარიფს; დ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას და კვტ.სთ-სა და ღირებულებას; ე) მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით); ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე; თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს; ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

7.დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – განაწილების ლიცენზიატს.

8.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.

9.დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართულ იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

10.ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება.

11.ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

12.ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობაზე უარის შემთხვევაში.

13.ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს: ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, აბონენტის ბარათზე დაფიქსირებული მობილურის ნორმის ალტერნატიული ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად; ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

14.ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

15.მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

16.დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

17.საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.

18.მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

19.მომხმარებელს უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს განაწილების ლიცენზიატს.

20.დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

21.დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან – 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან – 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება  №21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.08.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 15 დეკ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2021
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 14 აგვ. 2020
  3. 15 დეკ. 2020· გამოქვეყნდა 25 ნოე. 2020
  4. 31 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2018
  5. 27 ივლ. 2017
  6. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  7. 1 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 21 მარ. 2016
  8. 2 ოქტ. 2015

    მე-4 პუნქტს დაემატა გამონაკლისი 5² პუნქტის შემთხვევაზე; ახალი 5² პუნქტი ქვითრის ელექტრონულად მიწოდებას და შესაბამისი შეთანხმების შინაარსს ადგენს.

  9. 27 აგვ. 2012

    მე-9 მუხლში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ცალკე წესები (2¹ და 3¹ პუნქტები) ამოღებულია, მე-3 პუნქტი კი საცალო მომხმარებელს ავალდებულებს გადაიხადოს ქვითარში მითითებულ, არანაკლებ 15 კალენდარულ დღიან ვადაში. დაემატა 5¹ პუნქტი ქვითრის ყოველთვიური მიწოდების შესახებ.

  10. 3 აგვ. 2012

    2¹ პუნქტი ახლა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ეხება, მე-3 პუნქტში გადახდის ვადა თვის ბოლო რიცხვია და დაემატა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წესი (3¹ პუნქტი, არანაკლებ 15 კალენდარული დღე). მე-5 პუნქტში მომარაგების შეწყვეტამდე პერიოდი არანაკლებ 3 სამუშაო დღეა, ქვითრის არმიღების შესახებ წინადადება კი 2¹ პუნქტიდან მე-5 პუნქტში გადავიდა.

  11. 26 ივლ. 2012

    მე-6 პუნქტი ამოღებულია: ამოიღეს ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს მიწოდების წესი და დებულება, რომ ქვითრის არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

  12. 21 ნოე. 2011
  13. 1 ოქტ. 2010

    მე-4 პუნქტში ქვითრის რეკვიზიტებს დაემატა საბანკო ანგარიშები, დამატებითი საფასურის გარეშე გადახდის ადგილი და ცხელი ხაზის ნომრები, ხოლო მეორე მხარის ტექსტი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციაა; მე-12 პუნქტს დაემატა წყაროს მითითება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2021 · №37

  • 13 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2021
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 10ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 111საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
  • 158ელექტროენერგიის ტრანზიტი
  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 9სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
  • 19მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹³ (დანართი 1)დაბეგვრის წესი ელექტროენერგიის ბირჟაზე უარყოფითი საბაზრო ფასის შემთხვევაში
  • 64³ (დანართი 1)მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრა
  • 111¹¹ (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93¹191011111¹³…64³ (…111¹¹…111158105249
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…გადასახადების ადმინისტ…