Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 18²

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 18². მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-18 და 18 1 მუხლებით, თუ ამ მუხლით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

2.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში მიერთების მსურველმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული განაცხადით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

3.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) მიერთების შემთხვევაში ამ წესების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება  მოიცავს: ა) წყალარინების ქსელის მშენებლობას, ამ შენობა-ნაგებობიდან გამომავალი მიმღები ჭის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული მიმღები ჭა; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას, შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ ჭამდე, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული ჭა; გ) შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკური პირობის გაცემას; დ) შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას, აღრიცხვის კვანძის მოწყობასა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულებას, წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით.

4.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების 18 1 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებისას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენის პერიოდში ასევე მოამზადოს და გასცეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკური პირობა და განაცხადზე სრულყოფილების დადგენის შემთხვევაში აღნიშნულის შეტყობინებასთან ერთად მიერთების მსურველს (განმცხადებელს) ტექნიკური პირობა გაუგზავნოს წერილობით. აღნიშნული მიერთების ტექნიკური პირობა,  სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის, ამ შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ პირველ ჭასთან დაერთების წერტილს და ამ წერტილზე წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შენობა-ნაგებობასთან მოსაწყობ სასმელი წყლის მილსადენზე დაწნევას, ხოლო წყალარინებაზე ასევე ჩაღრმავებას; ბ) შენობა-ნაგებობაში მოსაწყობი დგარის დიამეტრს (სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი  წარმადობის ოდენობის შესაბამისად); გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად); დ) წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მოსაწყობი აღრიცხვის კვანძების ჯამურ რაოდენობასა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის განთავსების ადგილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს; ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგებისთვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული მომხმარებლების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგებისთვის.

5.მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია  მიერთების წერტილი და შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ისე რომ მიერთების მსურველს არ დაეკისროს ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულებაც წყალმომარაგების ლიცენზიატის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობისათვის დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოს მოწყობის ვალდებულება ტექნიკური პირობით განსაზღვროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით მიერთების მოთხოვნას, რომელიც აშკარად არ შეესაბამება არსებულ წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მახასიათებლებს და არსებითი განახლების/განვითარების გარეშე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელში დაწნევის ან გამტარუნარიანობის  გაზრდის გარეშე)  არსებული წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი მიერთებით მოთხოვნილი, მომხმარებლების მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილებას.

6.მიერთების მსურველი ვალდებულია წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების ლიცენზიატის  მითითებები.

7.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პირობასთან. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა, შენობა-ნაგებობაში მოწყობილია თუ არა სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე.

8.თუ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების სამუშაოების დასრულების ეტაპზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი არ არსებობს ან არ არის მზად წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისთვის (წყალმომარაგების დაწყებისთვის საჭირო პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში) მიერთება დასრულდება ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ ჭაში სასმელი წყლის მიწოდების დაწყებით. ამ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს წყალმომარაგების დაწყების აქტი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობამდე მიყვანილი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა დალუქოს ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება წყალმომარაგების დაწყების აქტის შედგენის თარიღი). ამასთან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის შესახებ ინფორმაციის წერილობით მიღებისთანავე განახორციელოს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების განაცხადით გათვალისწინებული ობიექტებისთვის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების ფარგლებში და ამ პროცესით გათვალისწინებული წესითა და პირობებით) ინფორმაციის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 დეკ. 2008 – 1 დეკ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18¹შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 დეკ. 2025
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები
  • 18წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება
  • 24წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

  • 29ურთიერთობები მუნიციპალიტეტის ორგანოებთან

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
  • 19¹ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
  • 16¹ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა და გადახდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები
  • 163ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და მათი დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 12წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2918¹18241919¹16¹67121451631318²
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…განსაკუთრებული მნიშვნე…ბინათმესაკუთრეთა ამხან…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026