Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 16¹

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 16¹. ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა და გადახდა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა პირი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ გაზს, ერთდროულად, ცენტრალური გათბობის საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოსარგებლე პირთათვის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრირებული, მოხმარების მიზნობრიობა განისაზღვრება ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

2.ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელთან, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და ანგარიშსწორება შესაძლებელია, მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მოხმარება აღირიცხება ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით, რომელსაც აქვს ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის დისტანციურ რეჟიმში გადაცემის შესაძლებლობა (განაწილების ლიცენზიატისთვის მისაღებ ფორმატში); ბ) ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან ერთად, ანგარიშსწორებისთვის, ასევე განსაზღვროს საყოფაცხოვრებო მოხმარების წილი, რომელიც გამოითვლება ცენტრალური გათბობის სისტემაში საერთო (ჯამურ) მოხმარებაზე, არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარების გამოკლებით.

4.ამ მუხლის შესაბამისად, ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ობიექტების სრული ჩამონათვალი, მათ მფლობელებისა და მოხმარების მიზნობრიობის (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო), ასევე მომარაგებული ფართობის მითითებით; ბ)  ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ჯამური ფართობის შესახებ ინფორმაცია; გ) ცენტრალური გათბობის სისტემის სქემა და მასზე დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველების გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებულ ობიექტებზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლებისა და მათი მოხმარების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (აღნიშნული მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტების გარდა) უნდა განახლდეს ყოველწლიურად (წინასწარგანსაზღვრულ დროს), ან ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებული ობიექტის მფლობელის მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში.

6.თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განახლებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა  არ უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.  ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ საანგარიშო პერიოდის რა მონაკვეთში განხორციელდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა განახლდება ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენის თარიღის მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.

7.მოცემული ინფორმაციის გამართულობასა და განაწილების ლიცენზიატისთვის დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი. ამასთან, ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა პირი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ გაზს, ერთდროულად, ცენტრალური გათბობის საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოსარგებლე პირთათვის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრირებული, მოხმარების მიზნობრიობა განისაზღვრება ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით, ამ მუხლის პირობების შესაბამისად. 2. ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელთან, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და ანგარიშსწორება შესაძლებელია, მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მოხმარება აღირიცხება ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით, რომელსაც აქვს ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის დისტანციურ რეჟიმში გადაცემის შესაძლებლობა (განაწილების ლიცენზიატისთვის მისაღებ ფორმატში); ბ) ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან ერთად, ანგარიშსწორებისთვის, ასევე განსაზღვროს საყოფაცხოვრებო მოხმარების წილი, რომელიც გამოითვლება ცენტრალური გათბობის სისტემაში საერთო (ჯამურ) მოხმარებაზე, არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარების გამოკლებით. 4. ამ მუხლის შესაბამისად, ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ობიექტების სრული ჩამონათვალი, მათ მფლობელებისა და მოხმარების მიზნობრიობის (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო), ასევე მომარაგებული ფართობის მითითებით; ბ)  ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ჯამური ფართობის შესახებ ინფორმაცია; გ) ცენტრალური გათბობის სისტემის სქემა და მასზე დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველების გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებულ ობიექტებზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლებისა და მათი მოხმარების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (აღნიშნული მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტების გარდა) უნდა განახლდეს ყოველწლიურად (წინასწარგანსაზღვრულ დროს), ან ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებული ობიექტის მფლობელის მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში. 6. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განახლებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა  არ უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.  ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ საანგარიშო პერიოდის რა მონაკვეთში განხორციელდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა განახლდება ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენის თარიღის მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან. 7. მოცემული ინფორმაციის გამართულობასა და განაწილების ლიცენზიატისთვის დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი. ამასთან, ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 15 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 ივლ. 2009 – 15 ოქტ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 15 ოქტ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 1 ცვლილება · ბოლო 15 ოქტ. 2024
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 32არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
  • 16განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
  • 20მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 111საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
  • 94გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 9სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 18²მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება
  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹95918²4321620109111942416¹
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს ადმინისტრა…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026