ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 11¹. ფორსმაჟორი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ წესების მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა:  მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით.

2.ფორსმაჟორის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების მიმწოდებლის მიერ აღებისთანავე. ამასთან: ა) მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა  და სარგებლობის სავარაუდო პერიოდს); ბ) მიმწოდებელი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა; გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებელს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ანგარიშსწორების ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე (ან მიმწოდებლის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო მიმწოდებელი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას).

3.კომპეტენტიური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება მიწოდებისა და განაწილების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება ამ წესების: ა) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთან, შესაბამისი მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი, ვალდებულნი არიან, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანონ ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითონ მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში.

4.მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება,  საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ წესების მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა:  მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. 2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების მიმწოდებლის მიერ აღებისთანავე. ამასთან: ა) მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა  და სარგებლობის სავარაუდო პერიოდს); ბ) მიმწოდებელი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა; გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებელს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ანგარიშსწორების ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე (ან მიმწოდებლის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო მიმწოდებელი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას). 3. კომპეტენტიური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება მიწოდებისა და განაწილების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება ამ წესების: ა) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთან, შესაბამისი მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი, ვალდებულნი არიან, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანონ ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითონ მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში. 4. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება,  საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 5 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 ივლ. 2009 – 5 მაი. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²10¹51130323172901421052411¹
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საბაჟო კოდ…ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა