ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 160. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად: ა) ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით; ბ) ამ კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით.

3.კომისიამ განცალკევების გეგმა უნდა დაამტკიცოს ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

4.განაწილების ლიცენზიატების განცალკევების პროცედურები უნდა დასრულდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში.

5.კომისიამ უნდა განახორციელოს გამანაწილებელი სისტემის განცალკევების სტატუსის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება ამ მუხლში მითითებული ზომების სათანადოდ განუხორციელებლობის შემთხვევებში.

6.ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ მათ მომხმარებლად ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში რეგისტრირებული პირებისთვის შესაბამისად ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდება-მომარაგების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.

7.ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ვრცელდება ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი.

8.გამანაწილებელი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი გამანაწილებელი ქსელების გამანაწილებელი ქსელის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (საოპერაციო სისტემების, აღრიცხვის კვანძების ჩათვლით) შესაბამისობა და სხვა ურთიერთდაკავშირებულ სისტემებსა და საბოლოო მომხმარებლების მოწყობილობებთან მიერთების წერტილებს შორის ურთიერთკავშირი გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ ვადაში. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №82 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1088 – ვებგვერდი, 17.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად: ა) ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის  განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით; ბ) ამ კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით. 3. კომისიამ განცალკევების გეგმა უნდა დაამტკიცოს ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში. 4. განაწილების ლიცენზიატების განცალკევების პროცედურები უნდა დასრულდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში. 5. კომისიამ უნდა განახორციელოს გამანაწილებელი სისტემის განცალკევების სტატუსის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება ამ მუხლში მითითებული ზომების სათანადოდ განუხორციელებლობის შემთხვევებში. 6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ მათ მომხმარებლად ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში რეგისტრირებული პირებისთვის შესაბამისად ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდება-მომარაგების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. 7. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ვრცელდება ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი. 8. გამანაწილებელი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი გამანაწილებელი ქსელების გამანაწილებელი ქსელის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (საოპერაციო სისტემების, აღრიცხვის კვანძების ჩათვლით) შესაბამისობა და სხვა ურთიერთდაკავშირებულ სისტემებსა და საბოლოო მომხმარებლების მოწყობილობებთან მიერთების წერტილებს შორის ურთიერთკავშირი გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ ვადაში. საქართველოს 2021 წლის 5  იანვრის კანონი №82 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1088 – ვებგვერდი, 17.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 160-ე მუხლის მე-2 პუნქტში გაზის განაწილების ლიცენზიატის გეგმის წარდგენის ვადა 4 თვეა და ითვლება ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან.

  2. 160-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე გადაიწია; ამოღებულია სათაურის ნარჩენი.

  3. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვადა 2021 წლის 1 ივლისია; მე-6 პუნქტში ძველი ლიცენზიების შეწყვეტა ახალი ლიცენზიის გაცემის ნაცვლად ამოქმედებას უკავშირდება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
208⁸642428815161162168731591651531160
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ეროვნული მარეგულირებელ…ნავთობისა და გაზის შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა