ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 38. აღრიცხვიანობის მოწესრიგება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაწილების ლიცენზიატს, საცალო მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, უფლება აქვს შეცვალოს ამა თუ იმ მომხმარებელთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველი სხვა გამართული მრიცხველით, მომხმარებლის მრიცხველის გაუმართაობის საფუძვლიანი ვარაუდის შემთხვევაში (აღნიშნულთან დაკავშირებით დგება აქტი, რომელშიც დამატებით უნდა მიეთითოს ეს მუხლი). განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის საფუძველზე მრიცხველის გამოცვლის შემთხვევაში, იგი ვალდებულია წერილობით დეტალურად განუმარტოს საცალო მომხმარებელს მისი და თავისი (მიმწოდებლის) ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ.

2.საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელს უფლება აქვს, მრიცხველის შეცვლიდან 2 კვირის განმავლობაში წერილობით მოითხოვოს მოხსნილი მრიცხველის შემოწმება, მისთვის მისაღებ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად) – მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დაიტოვოს ახალი მრიცხველი ან დაიბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე; ბ) იმ შემთხვევაში, თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 2 კვირის განმავლობაში წერილობით არ მოითხოვს მოხსნილი მრიცხველის შემოწმებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად მომხმარებელს დაარიცხოს მასთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის ღირებულება. ამასთან, განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს შეამოწმოს მოხსნილი მრიცხველის გამართულობა ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრისა თუ უკანონოდ მოხმარების გარემოების დადგენის მიზნით ან/და გადაიანგარიშოს ამ მომხმარებელზე დარიცხული საფასური რაიმე სახით, ან დაარიცხოს რაიმე სახის საფასური მრიცხველის შეცვლამდე არსებულ პერიოდზე.

3.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ინდივიდუალური მრიცხველის გამართულობა და იმოქმედოს მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) მრიცხველის დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი აქტი და მოითხოვოს მომხმარებლისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მათ შორის, დამონტაჟებული მრიცხველის ღირებულების ანაზღაურება); ბ) მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დატოვოს ახალი მრიცხველი ან დააბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.

4.ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კომისიამ შეიძლება მოითხოვოს განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით, ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი მრიცხველის შემოწმება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად), ხოლო მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დაავალოს განაწილების ლიცენზიატს რომ დაუტოვოს ახალი მრიცხველი ან დაუბრუნოს ძველი მრიცხველი, ამ მომხმარებელზე ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.

5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ 3 კალენდარული თვის განმავლობაში.

6.განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს იხელმძღვანელოს ამ მუხლში მოცემული დებულებებით, თუ საცალო მომხმარებელთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე აშკარად ადგილი აქვს მრიცხველის განზრახ დაზიანებას.

7.ამ მუხლის მოქმედება განაწილების ლიცენზიატებისათვის განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება№25-სსმ III, №153, 24.11.2010წ; მუხ.2181 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის8 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026
  2. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტში ამ მუხლის მოქმედების ვადა განაწილების ლიცენზიატებისათვის 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.

  3. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტში მუხლის მოქმედების ვადა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გადაიწია; სიტყვა „ლიცენზიატებისათვის“ მხოლოდ ფორმით შეიცვალა.

  4. მე-7 პუნქტში განაწილების ლიცენზიატებისთვის 38-ე მუხლის მოქმედების ვადა 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე შეიცვალა; შენიშვნის ნაწილში დაემატა მითითება „მუხ. 2181“.

  5. მე-4 პუნქტის ბოლო ნაწილში მრიცხველის გამართულობისას კომისია განაწილების ლიცენზიატს უკვე ავალებს, დაუტოვოს ახალი ან დაუბრუნოს ძველი მრიცხველი. მე-7 პუნქტის ბოლოს დაემატა მითითება „; მუხ.463“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1320116191273914105802438
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა