1.საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2.საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.
3.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი) მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4.ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის დანადგარები, დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5.აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6.საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მას სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
7.ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
8.თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
9.განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარებისა და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).
10.თუ საცალო მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ბუნებრივი გაზი მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ გაზსადენზე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი) მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.4. ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის დანადგარები, დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.6. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მას სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.8. თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარებისა და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).10. თუ საცალო მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ბუნებრივი გაზი მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ გაზსადენზე.
რედაქციების შედარება
ტექსტობრივი ცვლილება არ არის
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
· გამოქვეყნდა 4 ოქტ. 2021
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.