Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 12

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹4567899¹101112131415161718

1.მხარეებს შორის წარმოშობილი დავის სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნიდან, გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია, შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.

2.თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარებას ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება არასწორადაა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ჩაასწოროს საცალო მომხმარებლის ანგარიში.

3.ბუნებრივი გაზის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატმა საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელთან ერთად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, უნდა შეამოწმოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება და შეადგინოს შესაბამისი აქტი.

3¹.ამ წესების მიზნებისათვის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.

4.საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.

5.საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში: ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით; ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით; გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით.

6.განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს საცალო მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

7.განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც (თუ მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი სხვადასხვა პირია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

8.ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

9.ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).

9¹.დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიანტს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ.

10.განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

11.საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას საცალო მომხმარებლის საზიანოდ, მიმწოდებელი და, შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ); ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. ზედმეტად მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს (საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს 2 კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან).

12.თუ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

13.ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

14.ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების უნებლიე დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება, ფაქტის შესახებ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, ადგილზე შეისწავლოს გარემოება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).

15.თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან/და სხვა დაცვის საშუალების დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

16.ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას) ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.

17.ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა არ წარმოებს ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ თვეს. მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

18.ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება №4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №18- ვებგვერდი, 28.07.2017 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 8 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  2. 27 ივლ. 2017

    მე-3 პუნქტში მრიცხველის ჩვენების შემოწმებისა და აქტის შედგენის ვადა მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღიდან 10 სამუშაო დღემდე შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11¹შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 38აღრიცხვიანობის მოწესრიგება
  • 10ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 30მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
  • 19მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 142ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა
  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸95111938103084411421092412
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026