Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“მუხლი 31

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

მუხლი 31. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 8 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819

1.2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3.2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.

4.2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.

5.საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.

6.საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი.

7.საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში სამშენებლო საქმიანობის წარმოებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს.

8.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საინსპექციო ორგანოების მიმართ მოთხოვნების შესახებ საერთაშორისო სტანდარტის ქართულ ენაზე თარგმნა და რეგისტრაცია.

9.2010 წლის 1 დეკემბრამდე აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნათა ასახვა თავის ნორმატიულ აქტებში.

10.2011 წლის 1 იანვრამდე შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.

12.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

13.ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამართალმემკვიდრე.

14.სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებმა დაასრულონ „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული და მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

15.ის სუბიექტები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაეკისრათ პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ჯარიმის, საურავის თანხა გადახდილი არ აქვთ ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ, თავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ან გამოსწორდება ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამავე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

16.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდარღვევის გამოსწორების შედეგების შემოწმებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით. სამართალდარღვევის გამოსწორების შემთხვევაში წერილობით გაფორმებული შემოწმების შედეგების საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ დადგენილებას ძალადაკარგულად აცხადებს.

17.სუბიექტი, რომ ე ლსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და არ ა აქვ ს იგი გადახდილი, ასევე სუბიექტი, რომ ე ლიც ექვემდებარებოდ ა სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის არ ა აქვ ს იგი დაკისრებული, თავისუფლდება სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულების ა გან. ყველა სუბიექტს განესაზღვრ ება ახალი 3 - თვიანი ვადა სამართალ დარღვევის გამოსასწორებლად, რომელიც აითვლება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან.

18.სუბიექტი, რომელ საც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის, საურავის თანხა არ ა აქვ ს გადახდილი ან გადახდილი აქვ ს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის, საურავის თანხის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მ ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ან გამოსწორდება ამ პუნქტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე - 16 პუნქტი თ დადგენილი წესის შესაბამისად.

19.ეს კანონი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა იმ არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც მოექცევა ამ კანონის 23 2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ კანონის 23 2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5094 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.

რედაქციების შედარება

1. 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა. 4. 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა. 5. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება. 6. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი. 7. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში სამშენებლო საქმიანობის წარმოებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს. 8. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საინსპექციო ორგანოების მიმართ მოთხოვნების შესახებ საერთაშორისო სტანდარტის ქართულ ენაზე თარგმნა და რეგისტრაცია. 9. 2010 წლის 1 დეკემბრამდე აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნათა ასახვა თავის ნორმატიულ აქტებში. 10. 2011 წლის 1 იანვრამდე შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები. 12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური. 13. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამართალმემკვიდრე. 14. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებმა დაასრულონ „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული და მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. 15. ის სუბიექტები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაეკისრათ პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ჯარიმის, საურავის თანხა გადახდილი არ აქვთ ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ, თავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ან გამოსწორდება ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამავე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდარღვევის გამოსწორების შედეგების შემოწმებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით. სამართალდარღვევის გამოსწორების შემთხვევაში წერილობით გაფორმებული შემოწმების შედეგების საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ დადგენილებას ძალადაკარგულად აცხადებს. 17 . სუბიექტი, რომ ე ლსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და არ ა აქვ ს იგი გადახდილი, ასევე სუბიექტი, რომ ე ლიც ექვემდებარებოდ ა სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის არ ა აქვ ს იგი დაკისრებული, თავისუფლდება სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულების ა გან. ყველა სუბიექტს განესაზღვრ ება ახალი 3 - თვიანი ვადა სამართალ დარღვევის გამოსასწორებლად, რომელიც აითვლება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან. 18. სუბიექტი, რომელ საც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის, საურავის თანხა არ ა აქვ ს გადახდილი ან გადახდილი აქვ ს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის, საურავის თანხის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მ ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ან გამოსწორდება ამ პუნქტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე - 16 პუნქტი თ დადგენილი წესის შესაბამისად. 19. ეს კანონი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა იმ არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც მოექცევა ამ კანონის 23 2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ კანონის 23 2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5094 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ნოე. 2011
  2. 11 ივლ. 2011
  3. 10 ნოე. 2010
  4. 12 ივლ. 2010
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2012-05-08 · №9

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2011-11-03
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 23²მუხლი 32მუხლი 6მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 313გარდამავალი დებულება

პოლიციის შესახებ

  • 60გარდამავალი დებულებანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 19გარდამავალი დებულებები

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 18გარდამავალი დებულებები

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 17გარდამავალი დებულება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებანი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 31ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
313171423²32691036017283318193731
მითითებამნიშვნელობით ახლოსტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…შენობების ენერგოეფექტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 მაი. 2012