საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, პოლიტიკური პარტია და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება.
2.საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, სამეცნიერო დაწესებულებიდან და საინფორმაციო ცენტრიდან, რეგლამენტის შესაბამისად მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად. 2 1 . საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებისათვის ამ კანონის 22-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ გონივრული ვადა, ხოლო შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში მიაწოდოს სასამართლოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
3.საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოთხოვნის შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №649 – ვებგვერდი, 12.06.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6865 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.