Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასაქონლო ნიშნების შესახებმუხლი 4

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის ძიებასავაჭრო ნიშნის რეგისტრაციასავაჭრო ნიშნის დავებიIP სტრატეგიაბრენდის დაცვაბრენდის და გუდვილის შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შესაბამისი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; გ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არის საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი ან/და მიჩნეულია ასეთად; დ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება, ან არის სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლის დამახასიათებელი, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია; ე) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს; ვ) შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს საქონლის ხარისხის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას; ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა მის გამოყენებაზე, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე; თ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა გერბს, ემბლემას, სახელწოდებას ან ორგანიზაციის ნიშანს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის შესაბამისად დაცული არ არის, მაგრამ საქართველოში აღნიშნული ნიშნის დაცვის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს და არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და სხვა კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე; ი) შეიცავს ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაცულია საქართველოში, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მცენარის იმავე ან მსგავსი ჯიშისთვის; კ) აღნიშნავს მხოლოდ საქონლის ფორმას ან სხვა მახასიათებელს, რომელიც: კ.ა) განპირობებულია საქონლის თვისებებით; კ.ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად; კ.გ) საქონელს არსებით ღირებულებას სძენს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №387 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3874 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №108 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  2. 1 სექ. 2024· გამოქვეყნდა 7 მარ. 2024
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  4. 18 მარ. 2021
  5. 11 ივლ. 2018
  6. 14 დეკ. 2017
  7. 8 დეკ. 2015
  8. 4 იან. 2006

    მე-3 პუნქტში გამონაკლისის მითითება პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადავიდა „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე: ეს ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ ნიშანი გადაწყვეტილებამდე გამოყენების შედეგად განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრენდის სავაჭრო მარკის დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ღირებულების შეფასება (Brand Valuation)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია (EUIPO)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნების მონიტორინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №12

  • 8 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2024
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 2მუხლი 28მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 5სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები
  • 38³სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 28სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

დიზაინის შესახებ

  • 10დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 18ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა
  • 10ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

  • 4რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 23რეგისტრაციაზე უარის თქმა
  • 21სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

საზღვაო კოდექსი

  • 36

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უარი რეგისტრაციაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28316231538³42315836161018104
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…სარეგისტრაციო მოსაკრებ…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026