Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 16²

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 16². ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი

რედაქცია №66 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომ − რეზოლუციის კომიტეტი) იქმნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. რეზოლუციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ამასთანავე, რეზოლუციის კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან/და მოწვეული პირები, თუ მათი დასწრება აუცილებელია შესაბამის საკითხზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. რეზოლუციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება აქვთ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. რეზოლუციის კომიტეტს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.

2.რეზოლუციის კომიტეტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებებს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე, რისთვისაც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები.

3.რეზოლუციის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ერთხელ ან/და ეროვნული ბანკის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე.

4.ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო ფუნქციებისა და სხვა ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობას, მათ შორის, ორგანიზაციული მოწყობის კუთხით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.

წინა მუხლი 16¹შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №66

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

იპოთეკით დაცული ობ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 17ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი
  • 55¹კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 34რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 33რეზოლუციის გეგმა
  • 37⁵ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 184საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 23აუდიტის კომიტეტი
  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68343337⁵55²1755¹41⁴72232118416²
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს კონსტიტუცი…საგადახდო სისტემისა და…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026