კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37⁵. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნულ ბანკს სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას შეუძლია გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი სარეზოლუციო ინსტრუმენტი: ა) კომერციული ბანკის შერწყმა; ბ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება; გ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის გადაცემა; დ) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით; ე) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.

2.ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება არ საჭიროებს კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, მოვალეების, კრედიტორების თანხმობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე საჭირო არ არის რაიმე წინასწარი შეტყობინება, გამოქვეყნება ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ემისიის პროსპექტის დამტკიცება.

3.რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად შეიძლება კომერციული ბანკის, როგორც სამართალსუბიექტის, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები გათვალისწინებული არ იქნეს.

4.რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საზედამხედველო პროცესში ამ კანონით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესები სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოსაყენებლად.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ინსტრუმენტთან დაკავშირებით მისაღებ ან მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანოს ან ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 მარ. 1996 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
436837⁷37⁹37¹¹55²55¹52622141937⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა