Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 202

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:პირადი საგადასახადო დაგეგმვაუძრავი ქონების გადასახადიკომერციული უძრავი ქონების შეფასებასატრანსპორტო საშუალებების შეფასებააქტივების რეესტრის მართვაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456789

1.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2.დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

3.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

3¹.სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.

4.(ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/7/667 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. ) 4 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება; ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

5.ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთია მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.

6.ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; გ) დარიცხული ხელფასი; დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის: დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს; ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის: ე.ა) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 15%; ე.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის: ა) შემოსავლებში არ შეიტანება: ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ა.გ) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; ა . ე ) ამ კოდექსის 82- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ბ 1 “ და „ ბ 2 “ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ; ა . ვ ) დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ; ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

8.დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

9.დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3882-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.428 საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2950 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5387 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/7/667 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2327 – ვებგვერდი, 11.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5627 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 30 სექტემბრის კანონი №1874 – ვებგვერდი, 30.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №246 · ძალაშია 30 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 იან. 2018 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  2. 23 დეკ. 2014 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 სექ. 2026
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017

    202-ე მუხლში დაემატა „ე“ ქვეპუნქტი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირისათვის 15%-იანი განაკვეთით („ე.ა“) და დანარჩენი შემოსავლის („ე.ბ“) წესით.

  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  4. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    202-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა „ა.ვ“ ქვეპუნქტი დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობით მიღებული სარგებლის შესახებ.

  5. 11 მაი. 2018

    202-ე მუხლში დაემატა 4¹ ნაწილი, რომელიც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას შემოწმებისას ქონების ღირებულება საბაზრო ფასით განსაზღვროს, და აწესრიგებს სხვაობაზე გადასახადის დარიცხვას, საურავის დაკისრების დროსა და საბაზრო ფასის გამოყენებას მომდევნო 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

  6. 9 იან. 2018

    202-ე მუხლში მე-5 ნაწილის წინ დაემატა შენიშვნა, რომ მე-4 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ძალადაკარგულია 2018 წლის 30 აპრილიდან; მე-5 ნაწილის შინაარსი უცვლელია.

  7. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2016
  8. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    202-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან მცირე ბიზნესის წესი ამოღებულია და ახალ „დ“ ქვეპუნქტში გადატანილია: სპეციალური რეჟიმის შემოსავლის 25 პროცენტი და ამ რეჟიმს გარეთ დასაბეგრი შემოსავალი.

  9. 23 დეკ. 2014

    202-ე მუხლში დაემატა „ა.ე“ ქვეპუნქტი, რომელიც 82-ე მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათავისუფლებულ შემოსავალს ეხება.

  10. 15 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2012

    202-ე მუხლში „ა“ ქვეპუნქტით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი ეკონომიკური შემოსავლის მხოლოდ 25% ითვლება, სხვა შემოსავალი კი სრულად; დაემატა „ა.დ“ ქვეპუნქტი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალზე.

  11. 29 მაი. 2012

    202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ახლებურად განსაზღვრავს საბაზრო ფასით შეფასების შედეგებს (ძირითადი თანხა, საურავი 30-ე დღიდან, 3 წლიანი გამოყენება), ხოლო მე-7 ნაწილში გადალაგდა შემოსავლების გამონაკლისები: ა.ა)–ა.გ) და ბ) ქვეპუნქტები.

  12. 31 ოქტ. 2011

    202-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა გამონაკლისი 3¹ ნაწილის მიმართ, ხოლო ახალი 3¹ ნაწილი სალიზინგო კომპანიისთვის ადგენს ქონების გადასახადს საწყისი საბალანსო ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.

  13. 28 ივნ. 2011

    202-ე მუხლის პირველ ნაწილში დასაბეგრი ქონების ღირებულების გაზრდა ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით გამოიყენება.

  14. 22 დეკ. 2010

    202-ე მუხლს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციის შემოსავალი შემოსავლებში არ შეიტანება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 201შემდეგი მუხლი 203

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის საჩივრები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის შეფასების გასაჩივრება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების გაყიდვის საგადასახადო ოპტიმიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 14 ცვლილება · ბოლო 30 სექ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 25 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 82

მიუთითებენ მასზე

საწარმოებისათვის ა… 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 205ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
  • 81გადასახადის განაკვეთი
  • 95³ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 92² (დანართი 1)შემთხვევები, როდესაც დასაბეგრი ქონების ღირებულება არ განისაზღვრება საბაზრო ფასით
  • 92¹ (დანართი 1)ამ თავის რეგულირების სფერო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 155არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის განსაზღვრა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 47ყადაღადადებული ქონების შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 625გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 16მიკრობანკის ინვესტიციები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 8

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 4უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების სტანდარტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
476258822058195³88 (დ…92² (…92¹ (…3155416202
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საწარმოებისათვის აუდიტ…გადასახადების ადმინისტ…ადგილობრივი თვითმმართვ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026