Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 42

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 42. შედგენილი ღირებულების მეთოდი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბრენდის და გუდვილის შეფასებასატრანსპორტო საშუალებების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებასხვა მოძრავი ქონების შეფასებასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაკომერციული უძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ა) საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება; ბ) ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას მიღებული მოგებისა და გაწეული საერთო ხარჯების ოდენობა; გ) ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი იმ საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტებისთვის შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია. ღირებულების გაანგარიშებისას ამ ნაწილში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო ხარჯები მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვისთვის გაწეულ პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ა) საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება; ბ) ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას მიღებული მოგებისა და გაწეული საერთო ხარჯების ოდენობა; გ) ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი იმ საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტებისთვის შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია. ღირებულების გაანგარიშებისას ამ ნაწილში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო ხარჯები მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვისთვის გაწეულ პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრენდის ღირებულების გაუფასურების ტესტირება (Impairment Test)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ღირებულების შეფასება (Brand Valuation)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გუდვილის ღირებულების განსაზღვრა M&A ტრანზაქციებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატენტის ფულადი ღირებულების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 44შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები
  • 37საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები
  • 43სარეზერვო მეთოდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 145სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი
  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 12ფასების სამართლიანი შედარება
  • 9წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასად არსებული გაყიდვები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 47შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 24 (დანართი 1)შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164¹1451824 (დ…444338371112947642
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საჯარო შესყიდვების შეს…გადასახადების ადმინისტ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026