საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 16. ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.გამოგონებად არ მიიჩნევა: ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი; ბ) მხატვრული ქმნილება; გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა; დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები; ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი; ვ) შენობა-ნაგებობის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტები; ზ) ინფორმაციის წარდგენა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3235 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    გამორიცხავს თუ არა თამაშობებისა და გათამაშების წესების მიმართ დაწესებული შეზღუდვა ლოტოს ტიპის თამაშობაში მონაწილეობის ხერხის პატენტუნარიანობას მოცემულ საქმეში?

    დავა შეეხებოდა თამაშობაში მონაწილეობის ხერხზე გაცემული პატენტის გაუქმებასა და პატენტის სავარაუდო დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. ქვედა ინსტანციის სასამართლომ ორივე მოთხოვნაზე უარი თქვა, ხოლო საკასაციო საჩივარი მხოლოდ პატენტის გაუქმებაზე უარის ნაწილს შეეხო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო თამაშობაში მონაწილეობის ხერხი საპატენტო კანონის მე-16 მუხლის გამონაკლისით არ იყო გამორიცხული პატენტუნარიანი ობიექტებიდან. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით მოწმდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და რა შედეგი დგება, როდესაც არცერთი მათგანი არ არსებობს?

    მ. ხ-მა მოითხოვა ლატარიის გამოყენების შესახებ შექმნილ ინფორმაციაზე განსაკუთრებული უფლების მინიჭება. დავა შეეხებოდა ამ ინფორმაციის საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებად დაცვის საკითხს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 391-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძვლებს და იგი დაუშვებლად ცნო, არსებითად განხილვის გარეშე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამოგონებად არ მიიჩნევა: ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი; ბ) მხატვრული ქმნილება; გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა; დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები; ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი; ვ) შენობა-ნაგებობის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტები; ზ) ინფორმაციის წარდგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3235 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 3 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018

    16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში გამოგონებად არ მიჩნეულ ობიექტთა აღწერა ახლებურად ჩამოყალიბდა: ახლა იგი მოიცავს შენობა-ნაგებობის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტებს.

  3. მე-16 მუხლის ჩამონათვალი ახლა მხოლოდ გამოგონებას ეხება და ახლებურადაა ფორმულირებული; მე-2 პუნქტით ეს გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ჩამოთვლილი ობიექტი უშუალოდ განაცხადის საგანია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹57171228652363²⁵110021142316
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა