Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 14

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 14. მომსახურება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:კრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისსხვა მოძრავი ქონების შეფასებასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებასარეკლამო სამართალიინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: ა) სამშენებლო-სამონტაჟო; ბ) სარემონტო; გ) სარესტავრაციო; დ) საცდელ-საკონსტრუქტორო; ე) გეოლოგიურ-საძიებო; ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება; ზ) ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით; თ) საშუამავლო; ი) პერსონალის შერჩევა; კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა; ლ) ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება; მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება; ნ) სარეკლამო მომსახურება; ო) ინოვაციური მომსახურება; პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება; ჟ) სადაზღვევო მომსახურება; რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება; ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება; ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა; უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება; ფ) დაცვის მომსახურება; ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება; ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება; ყ) საზღვაო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება; შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცესა და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება; ჩ) სხვა მომსახურება.

2.დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში). საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5503 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №114 · ძალაშია 12 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 ივლ. 2018
  2. 9 იან. 2018
  3. 12 ივლ. 2016

    მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში მომსახურების სახის დასახელება „საინოვაციო მომსახურება“ შეიცვალა „ინოვაციური მომსახურებით“.

  4. 22 ივნ. 2012
  5. 31 ოქტ. 2011

    1-ლი ნაწილის ზ) ქვეპუნქტით მომსახურების ჩამონათვალში ქონების ქირით და იჯარით გაცემას დაემატა ლიზინგით გაცემა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ზოგადი კომერციული ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასტუმროს მართვის კონტრაქტები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფრანჩაიზის ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 5 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2018
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160¹მომსახურების გაწევა
  • 9ეკონომიკური საქმიანობა
  • 16საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66⁶ (დანართი 1)უძრავ ;ნივთთან დაკავშირებული მომსახურება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 15მომსახურების ხელშეკრულება
  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13საგადახდო მომსახურების ცნება
  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 20საბანკო საქმიანობა

მეწარმეთა შესახებ

  • 3საქმიანობა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 4საქმიანობის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1525¹⁰204160¹91666⁶ (…41313¹314
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ნავთობისა და გაზის შეს…საგადახდო სისტემისა და…შემოსავლების სამსახური…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026