Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 88

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 88. საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026
თემები:საგადასახადო შესაბამისობაქონების დაგეგმვაქონების გადასახადიუძრავი ქონების გარიგებებისაგადასახადო შესაბამისობასაგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დეკლარაციის � I ნაწილში� აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. თანდართული დამადასტურებელი (საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის) დოკუმენტების რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3.დეკლარაციის � II ნაწილი� ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.დეკლარაციის � III ნაწილში� განისაზღვრება: ა) დასაბეგრი ობიექტის (გარდა მიწისა) მდებარეობის მიხედვით ქონების გადასახადი, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით; ბ) მე-2 სვეტში: �ტერიტორიული ერთეული� � მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია (ირიცხება) დასაბეგრი ობიექტი; გ) მე-3 სვეტში: �ქონების ღირებულება� � მიეთითება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), ამასთან: გ.ა) დასაბეგრი ქონება საგადასახადო კოდექსით (მუხლი 202.) გათვალისწინებულ შემთხვევებში ექვემდებარება გაზრდას; გ.ბ) ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში; დ) მე-4 სვეტში: � ქონების ღირებულება შეღავათის გათვალისწინებით� � აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსით (მუხლი 206.) გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით შემცირებული ქონების ღირებულება; ე) მე-5 სვეტში: � საგადასახადო შეღავათის საფუძველი� � მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. ვ) მე-6 სვეტში: �გადასახადის განაკვეთი %� � მიეთითება დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის (აღრიცხვის) მიხედვით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის პროცენტული განაკვეთი. ზ) მე-7 სვეტში: �ქონების გადასახადი�� გამოიანგარიშება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად. თ) მე-8 სვეტში: �საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელი� � აისახება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით საანგარიშო წელს დარიცხული მიმდინარე გადასახდელის ოდენობა. ი) მე-9 სვეტში: აისახება ამ დეკლარაციით განსაზღვრული გადასახადის თანხასა და მიმდინარე გადასახდელების ჯამურ თანხას შორის სხვაობა, მათ შორის: ი.ა) დადებითი სხვაობა ექვემდებარება დამატებით დარიცხვას; ი.ბ) უარყოფითი სხვაობა ექვემდებარება შემცირებას; კ) დეკლარაციის �III ნაწილში� მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით; ლ) მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

5.დეკლარაციის �IV ნაწილით� განისაზღვრება: ა) მიწაზე ქონების გადასახადის წლიური ოდენობა და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ობიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება ; ბ) მე-2 სვეტში: �ტერიტორიული ერთეულის დასახელება, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (მისამართი)� � მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ; გ) მე-3 სვეტში: � სახეობა და აღწერილობა (კატეგორია, ხარისხი)� � მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული) ; დ) მე-4 სვეტში: � ფართობი (ჰა; კვ.მ)� - კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით მიეთითება: დ.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში � ფართობი (ჰექტრებში); დ.ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში � ფართობი (კვადრატულ მეტრებში). ე) მე-5 სვეტში: �დაბეგვრის ობიექტის ფართობი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით� � მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი. ვ) მე-6 სვეტში: � საგადასახადო შეღავათის საფუძველი� � მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. ზ) მე-7 სვეტში: �გადასახადის განაკვეთი� � დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის გათვალისწინებით აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი. თ) მე-8 სვეტში: �ქონების გადასახადი (ლარი)�� აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა. რაც ჯამში საგადასახადო წელს დარიცხულ ქონების გადასახადს განსაზღვრავს ; ი) უჯრაში: �წარმოდგენილია მიწის ხარისხის, შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი� � მიეთითება საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ; კ) დეკლარაციის � IV ნაწილში� მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით 1 აპრილის მდგომარეობით ; ლ) მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

6.დეკლარაციის �V ნაწილი� ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 ივლ. 2022
  2. 22 მაი. 2020
  3. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2015
  4. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013
წინა მუხლი 87შემდეგი მუხლი 89

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის საჩივრები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის შეფასების გასაჩივრება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო დეკლარაციის შევსება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2022-07-11
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 206საქართველოს საგადა… 206

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²920620688
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026