Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 44

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:ციფრული ბანკინგიმუსიკალური ინდუსტრია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345678

1.გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1¹.პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას, განცხადებას, საჩივარს ან სხვა დოკუმენტს/წერილს, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნას“, ბრძანებას, შეტყობინებას ან სხვა დოკუმენტს/წერილს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ დოკუმენტს/წერილს.

2.გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ( გვარის , სახელისა და თანამდებობის მითითებით ) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით ( თუ აქვს ბეჭედი ). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი .

3.წერილობითი ფორმის „ საგადასახადო მოთხოვნა “, შეტყობინება , „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა “, საგადასახადო დეკლარაცია , საჩივარი , სხვა დოკუმენტი ან წერილი გადაცემულად ითვლება , თუ იგი ჩაბარდა ადრესატს უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით .

4.დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის / წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი . თუ დოკუმენტის / წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა , ისევე , როგორც ამ დოკუმენტზე / წერილზე რეაგირებისათვის , ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან .

5.ფიზიკურ პირს ( მათ შორის , მეწარმე ფიზიკურ პირს ) დოკუმენტი / წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს პირადად , საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით . ადრესატისთვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი დოკუმენტი / წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან / და პირს , ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის უფლებამოსილ პირს , რომელიც ვალდებულია დოკუმენტი / წერილი გადასცეს ადრესატს . დოკუმენტის / წერილის ჩაბარება დასტურდება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის / წერილის მიმღების ხელმოწერით . თუ დოკუმენტის / წერილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე , იგი დოკუმენტს / წერილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას . დოკუმენტის / წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი , გვარი , ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა . მიმღები ვალდებულია დოკუმენტი / წერილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს . ჩაბარებად ითვლება როგორც დოკუმენტის / წერილის პირადად გადაცემა , ისე მიმღების მიერ ადრესატისათვის დოკუმენტის / წერილის შინაარსის ცნობება . ადრესატის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის / წერილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს , სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას .

6.გადასახადის გადამხდელს ან სხვა ვალდებულ პირს , გარდა ამავე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა , დოკუმენტი / წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე . ადრესატისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტი / წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან / და უფლებამოსილ პირს , ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – დაქირავებით მომუშავე ნებისმიერ ფიზიკურ პირს , რაც დოკუმენტის / წერილის ჩაბარებად ითვლება . დოკუმენტის / წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი , გვარი , ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა . ადრესატის იურიდიულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის / წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში , თუ უკან დაბრუნების მიზეზია საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე ადრესატის იურიდიული მისამართის შეცვლა , მაშინ დოკუმენტის / წერილის უკან დაბრუნება ჩაითვლება ჩაბარებად , ხოლო უკან დაბრუნების დღე – ჩაბარების დღედ .

7.თუ ვერ ხერხდება პირისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, მაშინ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი III გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა თავი V გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 1 1 . პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას, განცხადებას, საჩივარს ან სხვა დოკუმენტს/წერილს, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნას“, ბრძანებას, შეტყობინებას ან სხვა დოკუმენტს/წერილს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ დოკუმენტს/წერილს. 2. გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ( გვარის , სახელისა და თანამდებობის მითითებით ) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით ( თუ აქვს ბეჭედი ). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი . 3. წერილობითი ფორმის „ საგადასახადო მოთხოვნა “, შეტყობინება , „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა “, საგადასახადო დეკლარაცია , საჩივარი , სხვა დოკუმენტი ან წერილი გადაცემულად ითვლება , თუ იგი ჩაბარდა ადრესატს უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით . 4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის / წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი . თუ დოკუმენტის / წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა , ისევე , როგორც ამ დოკუმენტზე / წერილზე რეაგირებისათვის , ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან . 5. ფიზიკურ პირს ( მათ შორის , მეწარმე ფიზიკურ პირს ) დოკუმენტი / წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს პირადად , საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით . ადრესატისთვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი დოკუმენტი / წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან / და პირს , ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის უფლებამოსილ პირს , რომელიც ვალდებულია დოკუმენტი / წერილი გადასცეს ადრესატს . დოკუმენტის / წერილის ჩაბარება დასტურდება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის / წერილის მიმღების ხელმოწერით . თუ დოკუმენტის / წერილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე , იგი დოკუმენტს / წერილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას . დოკუმენტის / წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი , გვარი , ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა . მიმღები ვალდებულია დოკუმენტი / წერილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს . ჩაბარებად ითვლება როგორც დოკუმენტის / წერილის პირადად გადაცემა , ისე მიმღების მიერ ადრესატისათვის დოკუმენტის / წერილის შინაარსის ცნობება . ადრესატის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის / წერილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს , სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას . 6. გადასახადის გადამხდელს ან სხვა ვალდებულ პირს , გარდა ამავე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა , დოკუმენტი / წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე . ადრესატისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტი / წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან / და უფლებამოსილ პირს , ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – დაქირავებით მომუშავე ნებისმიერ ფიზიკურ პირს , რაც დოკუმენტის / წერილის ჩაბარებად ითვლება . დოკუმენტის / წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი , გვარი , ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა . ადრესატის იურიდიულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის / წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში , თუ უკან დაბრუნების მიზეზია საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე ადრესატის იურიდიული მისამართის შეცვლა , მაშინ დოკუმენტის / წერილის უკან დაბრუნება ჩაითვლება ჩაბარებად , ხოლო უკან დაბრუნების დღე – ჩაბარების დღედ . 7. თუ ვერ ხერხდება პირისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, მაშინ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი III გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა თავი V გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მარ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    44-ე მუხლში ნაჩვენებია მხოლოდ პირველი ნაწილის დასაწყისში ტექსტის გამეორებული ფრაგმენტის ჩამატება, რომელსაც ნორმატიული შინაარსი არ აქვს.

  2. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    44-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 1¹ ნაწილი ელექტრონული დოკუმენტის იურიდიულ ძალაზე; დაემატა მე-7 და მე-8 ნაწილები ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისა და მე-20 დღეს ჩაბარებულად ჩათვლის შესახებ.

  3. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  4. 29 მარ. 2010
  5. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009
  6. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    44-ე მუხლის მე-4 ნაწილში გადაცემის თარიღი გაგზავნის თარიღია, ვადა კი ფაქტობრივი ჩაბარებიდან იწყება; დაემატა მე-5 და მე-6 ნაწილები ჩაბარების წესზე.

  7. 1 თებ. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტები გადაცემულად ითვლება ადრესატისთვის უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარებისას. ახალი მე-4 პუნქტით საფოსტო გზავნილის გადაცემის თარიღია ჩაბარების თარიღი, ხოლო მიღების და ვადის შემთხვევაში გაგზავნის თარიღის შესახებ ძველი განსხვავებული წესი ჩანაცვლებულია.

  8. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
  9. 28 აპრ. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჩანაწერის ლეიბლის შეთანხმებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ციფრული ხელმოწერასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 9 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 205მუხლი 122მუხლი 147გადასახადების ადმი… 10 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 44მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 180საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 12 (დანართი 1)ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია
  • 11 (დანართი 1)ელექტრონული რეგისტრაცია
  • 14 (დანართი 1)დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 3¹მოსაკრებლის გადახდის წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 22¹სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶2053¹12214718²447018010 (დ…12 (დ…11 (დ…14 (დ…5822¹44
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …მოსაკრებლების სისტემის…