Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 39

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 39. გადასახადის გადამხდელთა უფლებები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი →
თემები:გადახდის მომსახურებატრანსსასაზღვრო გადასახადებიმონაცემთა სუბიექტის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: ა) საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის, გადასახადის გადამხდელთა უფლებების, საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უფლებამოსილებების შესახებ, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე; ბ) პირადად ან თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოებში; საგადასახადო ურთიერთობისას ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი წარმომადგენელი; გ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით ან გათავისუფლდეს გადასახადებისაგან საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით; დ) დროულად დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ზედმეტად გადახდილი ან/და ზედმეტად ამოღებული გადასახადის ან/და სანქციის თანხა; ე) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას; ვ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას; ზ) მიიღოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე „საგადასახადო მოთხოვნა“; თ) საგადასახადო ორგანოთა თანამდებობის პირებს მოსთხოვოს კანონმდებლობის დაცვა გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ მოქმედებათა განხორციელებისას; ი) საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს ახსნა-განმარტებები ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებათა აქტების შესახებ, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის თაობაზე; კ) ამ კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება; ლ) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისთვის წარდგენილი „საგადასახადო მოთხოვნა“, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა სხვა გადაწყვეტილებები და ქმედებები; მ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა ამ კოდექსთან და საქართველოს სხვა კანონებთან შეუსაბამო აქტები და მოთხოვნები; ნ) საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს მოსთხოვოს საგადასახადო საიდუმლოების დაცვა; ო) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უკანონო გადაწყვეტილებების ან ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; პ) სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება გადაცემული აქვს სხვა ორგანოებს.

2.გადასახადის გადამხდელის უფლებები არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა გადატანის უფლება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო შეთანხმებების გამოყენებასერვისის გვერდი
  • საგადახდო სერვისის პროვაიდერის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2010-12-07 · №69

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 11გადასახადების ადმი… 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 680გამგზავნის უფლებები
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

თამასუქის შესახებ

  • 34გადამხდელის უფლებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 18მონაცემთა გადატანის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶3468068468118²44138491022²111839
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…შემოსავლების სამსახური…