Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 9

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა და შენახვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:IT მომსახურებამონაცემთა დამუშავებამონაცემთა სუბიექტის უფლებებიპერსონალური საფულის მომსახურებაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებებიტრანსსასაზღვრო მონაცემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პირსა და საბაჟო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ ინფორმაციის შენახვა ხდება მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გარდა, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) მუდმივად, გადაზიდვის სახის გათვალისწინებით, ან როდესაც მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენება შესაბამისი საბაჟო ფორმალობისთვის შესაფერისი არ არის; ბ) დროებით, პირის ან საბაჟო ორგანოს ელექტრონული სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

3.საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ.

4.საბაჟო რისკის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოსა და დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მოიცავდეს დეკლარანტის მონაცემებთან საბაჟო ორგანოს დაშვებას.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის გაცვლილი ინფორმაცია არის საბაჟო საიდუმლოება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

6.თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა მატერიალური (წერილობითი) ფორმით ხდება, გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი.

7.ნავსადგური, რკინიგზის სადგური, აეროპორტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს შეატყობინოს იმ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან/და გასვლის/გაფრენის შესახებ, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს.

8.ინფორმაციასთან/მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების წესი, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა გადატანის უფლება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამართლებრივი შენახვის ვალდებულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 82

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 11საბაჟო საიდუმლოება
  • 12საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა
  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 10- ინფორმაციის გაცვლა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 41მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 50²ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102950²7038414310821112131089
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოსა და ევროჯა…საქართველოს საგადასახა…დაზღვევის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025