Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 75 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75 (დანართი 1). დღგ-ის დეკლარაციის შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³3⁴3⁶3⁷3⁸3⁹455¹5²5³5⁴677²7³7⁴7⁷89

1.დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია დღგ-ის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/დაზუსტებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2.დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

3.დეკლარაციის III ნაწილის და „ა“ და „ბ“ დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-15 უჯრის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში, ხოლო „ა“ დანართის მე-2 ნაწილის მე-4 უჯრის მონაცემები გადაიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში. „ა“ დანართის პირველი ნაწილის: პირველი - მე-8 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი აისახება დეკლარაციის III ნაწილის მე-2 უჯრაში, მე-9 – მე-14 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-3 უჯრაში, 14 1 -14 3 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი - დეკლარაციის III ნაწილის მე-5 უჯრაში. ამასთან, „ა“ დანართის III ნაწილის მე-9 უჯრის მე-3 სვეტის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე -11 უჯრაში.

3¹.დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 უჯრებში ჯამურად მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის 1 1 უჯრაში გადმოიტანება დანართი №III-19 6 -ის III ნაწილის მე-5 სტრიქონის (მე-5 სვეტის) ჯამური მონაცემი.

3².დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში შეიტანება დღგ, დარიცხული საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე (მათ შორის, უძრავი ქონების შექმნა/მართვა/რეალიზაციასთან დაკავაშირებულ დასაბეგრ ბრუნვაზე  დარიცხული დღგ). ამასთან, აღნიშნული უჯრა მოიცავს საანგარიშო პერიოდში როგორც მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხის, ასევე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის მიხედვით დარიცხულ დღგ-ს.

3³.დეკლარაციის III ნაწილის მე-2-4 5 უჯრებში შესატანი მონაცემები ინფორმაციულია. 4 1 უჯრაში მიეთითება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე  წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას.

3⁴.დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-7 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დანართი „ბ“-ს I ნაწილის მე-7 სვეტის და დანართი „ბ“-ს VIII ნაწილის დღგ-ის თანხების ჯამზე მეტი. 3 ​ 5 . დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, 4 1 გრაფა –  დანართი „ბ“-ს X ნაწილით, მე-7 გრაფა – დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-5 გრაფის მონაცემები არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ა“-ს I ნაწილის 7 ​ 1 გრაფით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-6 და 6 ​ 1 გრაფები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.

3⁶.დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილი ივსება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების საანგარიშო პერიოდში (თუ სტატუსი უქმდება სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვამდე) ან სტატუსის ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში (დეკემბრის თვეში).

3⁷.დღგ-ის დეკლარაციის  „ა“ დანართის IV ნაწილის მე-5 სვეტში აისახება სტატუსის მოქმედების მთელ პერიოდში სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების მიწოდებიდან ბრუნვის თანხის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც არ დაიბეგრა დღგ-ით – საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით (გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით).

3⁸.დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-6 სვეტში აისახება ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ კონკრეტული სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხული) თანხა. მასში არ შეიტანება აქტივების (მ.შ სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების) მიწოდებით მიღებული კომპენსაცია.

3⁹.დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-7 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხა მეტია მე-6 სვეტში ასახულ თანხაზე; ამ სვეტში მოცემული თანხა (თანხების ჯამი) აისახება დეკლარაციის „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-8 უჯრაში.

4.დეკლარაციის III ნაწილის მე-15–მე-18 უჯრებში შესატანი მონაცემები გაანგარიშებითია. მე-17 უჯრაში შესატანი მონაცემი მოიცავს გადასახდელი დღგ-ის სრულ თანხას. მე-17 და მე-18 უჯრებში ჩაწერილი თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

5.დეკლარაციის III ნაწილის მე-19 და მე-20 უჯრები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში. დღგ-ის ჩასათვლელი/დასარიცხი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის უფლება, კერძოდ: დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა, აისახება მე-19 უჯრაში, ხოლო დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით ჩათვლას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა – მე-20 უჯრაში. აღნიშნული თანხები ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

5¹.დეკლარაციის „ბ“ დანართის I  ნაწილის მე-2 – მე-8 სვეტებში  აისახება  დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-9 – მე-11 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მე-2 – მე-8 სვეტებში ასახულია იმ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც 2025 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-9 – მე-11 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე  გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას. მაგალითი: შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო საანგარიშო წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, თებერვლის თვეში გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 3000 ლარი. ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ გადახდილ თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრა წინასწარ გადახდილი თანხა. შეთანხმების შესაბამისად, 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა საანგარიშო წლის ოქტომბრის თვეში. ავეჯის მწარმოებელი საწარმოს მიერ ოქტომბრის თვეში საქონლის კომპენსაციის სრულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შეფასება: თებერვლის თვეში ავეჯის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია წარადგინოს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია და 3000 ლარი ასახოს დღგ-ის დეკლარაციის დანართ „ა“-ს I ნაწილის მე-2 სტრიქონსა და დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში. ასევე, ვალდებულია ამავე თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართ „ბ“-ს I ნაწილში ასახოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ ინფორმაცია. ავეჯის  მწარმოებელი  საწარმო უფლებამოსილია ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში (მე-2 – მე-6 სვეტები) მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი  ავანსის  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურების  მონაცემები  (მე-9–მე-11 სვეტები), რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას. მოცემულ შემთხვევაში ოქტომბრის თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას მიიღებს 4000 ლარი. კერძოდ, აღნიშნული ჩაიწერება დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში, ხოლო ამავე ნაწილის 4 1 უჯრაში აისახება 3000 ლარი (ამ ოპერაციაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის თვეში (თებერვალში)). შენიშვნა: მაგალითი ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

5².დეკლარაციის „ბ“ დანართის II ნაწილის მე-2 – მე-8  სვეტებში  აისახება შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-9 – მე-11 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ მე-2 – მე-8 სვეტებში ასახულია იმ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო-პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-9 – მე-11 სვეტები მოიცავს  საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე/ მომსახურებაზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.

5³.დეკლარაციის „ბ“ დანართის II 1 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ ნავთობროდუქტებზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.

5⁴.დეკლარაციის „ბ“ დანართის II 2 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება შეძენილ ნავთობპროდუქტებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ შეძენილ ნავთობპროდუქტზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.

6.დეკლარაციის „ბ” დანართის I და II ნაწილების მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში.

7.დეკლარაციის „ბ” დანართის III ნაწილში მიეთითება ჩათვლაში გამოყენებულ განხორციელებულ იმპორტზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: საბაჟო დეკლარაციის გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაციას არ გააჩნია გრაფა – საბაჟო დეკლარაციის ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა. 7​ 1 . დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161 ​ 1 მუხლის შესაბამისად  სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი და დღგ-ის თანხა.

7².დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილი ივსება მაშინ, როცა დღგ-ის გადამხდელებს შორის განხორციელდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია და გადამხდელმა მიიღო სანაცვლო საქონელი/მომსახურება. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილში მიეთითება იმ დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც გადამხდელმა დაადეკლარირა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა. თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში საქონლის/მომსახურების მიწოდებაც და სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღებაც ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდში ხდება, დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომრის მაგივრად მიეთითება „-“. ასევე მიეთითება მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, სანაცვლო საქონლის მიღების საანგარიშო პერიოდი (თვე და წელი) და დღგ - ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით ბარტერულ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.

7³.(ამოღებულია - 05.03.2021, №46) .

7⁴.დეკლარაციის „ბ“ დანართის VII ნაწილში მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს იმ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვა, ასევე მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართში მითითებული საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი. 7​ 5 . დეკლარაციის „ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება) და არ გამოიწერება მასზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის შემცირება. ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ზე მეტი. 7​ 6 . დეკლარაციის „ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ამასთან, აღნიშნულ დანართში მითითებული დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.

7⁷.დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილის მე-4 სვეტში ასახული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უნდა იყოს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხაზე მეტი.

8.დეკლარაციის იმ უჯრებში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო აღნიშნულ უჯრებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია ამის თაობაზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

9.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება დღგ-ის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №578 – ვებგვერდი, 15.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №55 – ვებგვერდი, 21.02.2012 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 15.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 27.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 11.04.2018წ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 09.03.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 24 იანვრის ბრძანება №14 -  ვებგვერდი, 25.01.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ. თავი XIX 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №379 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 74 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 75¹ (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადასახადო დეკლარაციის შევსება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დღგ-ს საგადასახადო დიაგნოსტიკა და აუდიტისერვისის გვერდი
  • VAT შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 32 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 38 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება
  • 33 (დანართი 1)საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 43 (დანართი 1)ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების დეკლარაციის შევსება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 168დეკლარირების წესი
  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია
  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია
  • 82საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 674ზედნადების რეკვიზიტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
674168674338 (დ…33 (დ…43 (დ…86858275 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026