Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 47¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 47¹ (დანართი 1). უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოელი დასაბეგრი პირი – დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში; ბ) ციფრული მომსახურება – ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ამ ინსტრუქციის  №III-03​ 1 დანართის შესაბამისად, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-03​ 2 დანართის შესაბამისად და ელექტრონულად გაწეული მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-03 3 დანართის შესაბამისად; გ) მომსახურების მიმღები – მომსახურების შემძენი ფიზიკური პირი, რომელიც: გ.ა) არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს; გ.ბ) წარმოადგენს დასაბეგრ პირს, თუმცა მის მიერ მიღებული მომსახურება არ უკავშირდება ამ დასაბეგრი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; დ) დღგ-ის პორტალი – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული  ელექტრონული პლატფორმა, რომლის  მეშვეობითაც, უცხოელი დასაბეგრი პირი ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებთან მიმართებაში; ე) სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები; ვ) პირველადი საგადასახადო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

2.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, თუ მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს  საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. აღნიშნული დასაბეგრი პირი, საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის  საშუალებით, ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ამ ინსტრუქციის №III-03 4 ​ დანართის შესაბამისად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა: ა) ფინანსური დაწესებულების (რომელშიც გახსნილია ანგარიში და გამოიყენება გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად) ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო; ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო; გ) მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების შესაძენად გამოყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში; დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს.

4.ამ მუხლის მიზნისათვის: ა) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ციფრული მომსახურების გაწევა; ბ) დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ციფრული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე; გ) დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ანუ დროის მონაკვეთი: გ.ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი); გ.ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი); გ.გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი); გ.დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  (IV კვარტალი); დ) დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს; ე) უცხოელი დასაბეგრი პირი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ვალუტაში, თავისი არჩევანის შესაბამისად: ე.ა) აშშ დოლარი; ე.ბ) ევრო; ე.გ) ლარი.

5.საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევის აღრიცხვა; ბ) საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება; გ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის მეშვეობით, მისი პირადი გვერდიდან, ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ ინსტრუქციის №III-03​ 5 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადაიხადოს გადასახადი არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა. ამასთან, საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი.

6.უცხოელი დასაბეგრი პირების ინფორმირება დღგ-ის ვალდებულების შესახებ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ან/და სხვა საშუალებებით.

7.უცხოელი დასაბეგრი პირის ინფორმირების დროს მიეთითება: ა) ის საკანონმდებლო ნორმები, რომლის საფუძველზეც უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია გადაიხადოს დღგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, და ბ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის ელექტრონული მისამართი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს დღგ-ის ანგარიშგებას.

8.უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №257 · ძალაშია 28 ივლ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 47 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 48 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 65 (დანართი 1)საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - ის ანგარიშგების საგადასახადო ორგანოში წარდგენის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესი
  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 46 (დანართი 1)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 158დღგ-ით დასაბეგრი პირი
  • 165²დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები
  • 161უკუდაბეგვრა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 2

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 39უცხოელის დაბეგვრა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 34სპეციალური წარმომადგენელი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
158165²16165 (დ…72 (დ…46 (დ…2239223447¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სამხედრო და ორმაგი დან…უცხოელთა და მოქალაქეობ…ფულის გათეთრებისა და ტ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026