საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 30². არასწორი უნიკალური იდენტიფიკატორი

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საგადახდო დავალება შესრულებულია უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით, ის ითვლება სწორად შესრულებულად იმ მიმღების მიმართ, რომელსაც უნიკალური იდენტიფიკატორი განსაზღვრავს.

2.თუ მომხმარებლის მიერ მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორი არასწორია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ეკისრება ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობისთვის ან მისი არასწორად შესრულებისთვის.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა გადახდის ოპერაციის თანხის დასაბრუნებლად. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ითანამშრომლოს გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, მათ შორის, მიაწოდოს მას თანხის დაბრუნებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხის დაბრუნება შეუძლებელია, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას მისთვის ცნობილი და გადამხდელთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც გადამხდელი შეძლებს თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივ დავას.

5.თუ მომხმარებლის მიზეზის გამო გადახდის ოპერაცია არასწორად შესრულდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს დაუწესოს საკომისიო თანხის დაბრუნებისთვის, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია მათ შორის დადებული ჩარჩოხელშეკრულებით.

6.თუ გადამხდელი მიაწვდის თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უნიკალურ იდენტიფიკატორთან ერთად სხვა დამატებით ინფორმაციასაც, ეს პროვაიდერი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ უნიკალური იდენტიფიკატორის საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის, რომელიც მიაწოდა გადამხდელმა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    დაემატა 30² მუხლი, რომელიც განსაზღვრავს უნიკალური იდენტიფიკატორით შესრულებული დავალების სწორად ჩათვლას, არასწორი იდენტიფიკატორის შემთხვევაში პროვაიდერების მოვალეობებს, საკომისიოს და პასუხისმგებლობის ფარგლებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹217¹2404339⁶ (…18 (დ…11¹ (…3131¹31²10530²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ენერგეტიკისა და წყალმო…,,მეწარმეთა და არასამე…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა