საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 161². ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება შესაძლებელია დღგ-ით დაიბეგროს დაბეგვრის სპეციალური სქემის (შემდგომ − სპეციალური სქემა) მიხედვით.

2.დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის.

3.დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი.

4.საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება დასაბეგრი დილერის მიერ მიღებული მოგების მარჟის ოდენობის 1.18-ზე გაყოფის შედეგად.

5.დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით.

6.დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება.

7.დასაბეგრი დილერი ვალდებულია განახორციელოს საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების შესახებ, სადაც მიეთითება ამ სქემის გამოყენების პერიოდი, რომელიც არ შეიძლება იყოს 24 თვეზე ნაკლები. აღნიშნული ვადა აითვლება საგადასახადო ორგანოში ამ ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის თვის დასაწყისიდან.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო და ანტიკვარული ნივთების სახეებს, რომელთა მიწოდება შესაძლებელია დაიბეგროს სპეციალური სქემის მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. თავი XXIII დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება შესაძლებელია დღგ-ით დაიბეგროს დაბეგვრის სპეციალური სქემის (შემდგომ − სპეციალური სქემა) მიხედვით. 2. დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის. 3. დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი. 4. საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება დასაბეგრი დილერის მიერ მიღებული მოგების მარჟის ოდენობის 1.18-ზე გაყოფის შედეგად. 5. დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით. 6. დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება. 7. დასაბეგრი დილერი ვალდებულია განახორციელოს საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების შესახებ, სადაც მიეთითება ამ სქემის გამოყენების პერიოდი, რომელიც არ შეიძლება იყოს 24 თვეზე ნაკლები. აღნიშნული ვადა აითვლება საგადასახადო ორგანოში ამ ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის თვის დასაწყისიდან. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო და ანტიკვარული ნივთების სახეებს, რომელთა მიწოდება შესაძლებელია დაიბეგროს სპეციალური სქემის მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. თავი XXIII დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8164163161¹66⁴ (…72 (დ…48¹ (…20¹389240161²
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…სალიცენზიო და სანებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა