1.წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2.ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს , როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია , საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3.ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს. მაგალითი 1 შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბალანსზე 100 000 ლარის საბალანსო ღირებულებით ერიცხება შენობა-ნაგებობა, რომელიც არ გადაფასებულა ბოლო 3 წლის განმავლობაში. პირს წარდგენილი აქვს შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომელშიც ასახულია აღნიშნული ქონების შესახებ მონაცემები. შეფასება: ვინაიდან ქონება არ იყო გადაფასებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანოს, ამ ინსტრუქციის 92 2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უფლება აქვს საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის ქონების ღირებულება განსაზღვროს საბაზრო ფასით, რომელმაც შეადგინა 110 000 ლარი. ამასთან, ვინაიდან უძრავი ქონების საბაზრო ფასი მის საბალანსო ღირებულებას 10%-ით არ აღემატება (110 000-100 000)/110 000*100=9%), საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების მიმართ საბაზრო ფასის გამოყენება არ მოხდება.
5.ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 92 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობების დაცვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასსა და დადგენილი წესით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე ქონების გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის შემთხვევაში: ა ) დარიცხული ქონების გადასახადის ძირითადი თანხა პირისათვის გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ; ბ ) პირს აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30- ე დღიდან; გ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
7.ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით , წესი არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე; გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4 1 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.); მაგალითი 2. საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა დასაბეგრი ქონება ( დანადგარი და შენობა - ნაგებობა ), რომელიც დადგენილი წესით არ არის ბალანსზე აღრიცხული და შესაბამისად დეკლარაციაში ასახული . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს აღურიცხველი ქონება შეუფასოს საბაზრო ფასით ამ წესით დადგენილი შეზღუდვების გაუთვალისწინებლად . აღნიშნული არ ჩაითვლება სსკ - ის 202- ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებად . ამ შემთხვევაში ქონების საბაზრო ღირებულება ჩაითვლება მის საბალანსო ღირებულებად , რომელიც ამ ქონებას ექნებოდა დადგენილი წესით ბალანსზე აღრიცხვის შემთხვევაში . შესაბამისად , შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით დასაბეგრი ქონების ( მათ შორის , მოძრავი ქონების – დანადგარის ) საბაზრო ღირებულებაზე პირს დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა , დაეკისრება ჯარიმა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის და საურავი გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან . მაგალითი 3. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბალანსზე ერიცხება დაუმთავრებელი მშენებლობა 10 000 ლარის საბალანსო ღირებულებით . პირს წარდგენილი აქვს შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციები , რომელშიც ასახულია აღნიშნული ქონების შესახებ მონაცემები . საგადასახადო შემოწმებით დგინდება , რომ დაუმთავრებელ მშენებლობაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მის საბალანსო ღირებულებაში ასახულ მონაცემებს . ამასთან , გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ფაქტობრივად მის მიერ გაწეულ ( სახეზე არსებულ ) ხარჯებზე სათანადო შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები , რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ქონების ( დაუმთავრებელი მშენებლობის ) საბალანსო ღირებულების დადგენა . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შემთხვევა , როდესაც გადასახადის გადამხდელის ქონების საბალანსო ღირებულების განსაზღვრისას დაშვებულია დოკუმენტური შეუსაბამობა , რის შედეგადაც ქონების საბალანსო ღირებულება არასწორია . ამასთან , იმის გათვალისწინებით , რომ სახეზეა ხარჯის გაწევის ფაქტი , თუმცა არ არსებობს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერები , საგადასახადო ორგანო ვერ შეძლებს გადამხდელს დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება განუსაზღვროს სააღრიცხვო ჩანაწერებით . მოცემულ შემთხვევაში , საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ქონების ღირებულება განსაზღვროს საბაზრო ფასით . ამასთან , აღნიშნული არ ჩაითვლება სსკ - ის 202- ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებად . შესაბამისად , შემოწმებით დადგენილ ქონების ღირებულებასა და მის საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე პირს დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით , დაეკისრება ჯარიმა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის და საურავი გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან . დ) მიწაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 18.05.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №269 - ვებგვერდი, 15.10.2021წ.

