უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები.

3.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარიგების (როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გარიგების) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.

4.ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოებისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას გამოყენება მტკიცებულების სახით.

5.მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა). საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2015 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 29 ივლ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2015 – 29 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

  4. 31 დეკ. 2014 – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

  5. 2 იან. 2011 – 31 დეკ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ პუნქტში დაზუსტდა შესანახი ინფორმაცია, დაემატა მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის ჩანაწერები და კომპეტენტურ ორგანოებზე დაუყოვნებლივ წარდგენის ვალდებულება. მე-3 პუნქტში გარიგების ინფორმაცია მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივ გარიგებებს, ხოლო უფრო გრძელ ვადას სხვა კომპეტენტური ორგანოც მოითხოვს.

  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-7 მუხლის პირველ პუნქტში შენახვის ვალდებულებას დაემატა კლიენტის ანგარიშის დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია, მე-2 პუნქტი ორიგინალისა და ასლის წესს ამ ინფორმაციაზეც ავრცელებს, ხოლო მე-3 პუნქტი ახლებურად არის ფორმულირებული ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან მიმართებით.

  3. · გამოქვეყნდა 13 აპრ. 2010

    მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა წინადადება, რომლის მიხედვითაც მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის წესით წარმოდგენილი და პასპორტის საფუძველზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ ვერიფიცირებული საიდენტიფიკაციო მონაცემები დამოწმებას არ საჭიროებს.

  4. · გამოქვეყნდა 28 მარ. 2008

    მე-7 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში შენახვის ვადა 6 წლამდე გაიზარდა და დაემატა საზედამხედველო ორგანოს მიერ უფრო ხანგრძლივი ვადის მოთხოვნის შესაძლებლობა; ახალი მე-4 პუნქტი ითვალისწინებს ინფორმაციის საზედამხედველო ორგანოებისათვის ოპერატიულად წარდგენის შესაძლებლობას, ხოლო ელექტრონული ბაზის ვალდებულება მე-5 პუნქტად გადავიდა.

  5. · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-7 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს საეჭვო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას ავალდებულებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18158⁵2314257¹7312710729347
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…საქართველოს საბაჟო კოდ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…