უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 6¹. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

2.თუ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან მისი გაგრძელების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ კლიენტთან თავისი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი.

3.თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე განახორციელოს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. 2. თუ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან მისი გაგრძელების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ კლიენტთან თავისი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი. 3. თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე განახორციელოს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები. 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარიგების (როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გარიგების) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი. 4. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოებისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას გამოყენება მტკიცებულების სახით. 5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა). საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 მარ. 2017 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 აგვ. 2015 – 24 ივნ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივლ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2015 – 29 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    6¹ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტში „პირი“ კლიენტით ან ბენეფიციარი მესაკუთრით შეიცვალა, ხოლო მე-2 პუნქტში ნებართვა ურთიერთობის გაგრძელებასაც მოიცავს და „მუდმივი“ მონიტორინგი „გაძლიერებულით“ შეიცვალა.

  2. · გამოქვეყნდა 13 აპრ. 2010

    ახალი 6¹ მუხლი აწესებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მოვალეობას, გამოარკვიოს კლიენტის პოლიტიკურად აქტიური სტატუსი, და ადგენს დამატებით ღონისძიებებს: ხელმძღვანელობის ნებართვა, წარმომავლობის დადგენა და მუდმივი მონიტორინგი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
561305³1289257¹622112 (დ…37⁵2118101486¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სამოქალაქო…დაგროვებითი პენსიის შე…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…