Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 8

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 8. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 30.10.2019.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
თემები:ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციასამუშაო ადგილის გამოძიებასესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი.

2.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.

3.მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.

4.ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია: ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით; ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.

6.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის პროცესში ჩართული თანამშრომლის პერიოდული სწავლება.

7.ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1909 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 11 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივლ. 2015 – 31 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 იან. 2018
  2. 31 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 10 ივლ. 2015
  3. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-8 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტი მხოლობით რიცხვშია ჩამოყალიბებული, შიდა კონტროლის მიზანში „თავიდან აცილების“ ნაცვლად „აღკვეთაა“ და ორივე პუნქტში დაემატა ტერორიზმის დაფინანსება.

  4. 11 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 28 მარ. 2008

    მე-7 პუნქტის ჩამონათვალში, რომლისთვისაც კონტროლის წესი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით განისაზღვრება, დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საბანკო სისტემის მიღმა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები, ხოლო საფოსტო ორგანიზაციები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჩაანაცვლა.

  5. 1 სექ. 2004· გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-2 პუნქტში შიდა ინსტრუქციებს დაემატა დეტალური შინაარსობრივი მოთხოვნები და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები; მე-7 პუნქტში კონტროლის წესის საზედამხედველო აქტით განსაზღვრა გადაბმულია კონკრეტულ პირთა ჩამონათვალზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შიდა გამოძიება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრანზაქციების მონიტორინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ოქტ. 2019 · №36

  • 5 ცვლილება · ბოლო 11 იან. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10³

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 29შესაბამისობის კონტროლის სისტემა
  • 39თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა
  • 12პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 15მონიტორინგი და შეფასება
  • 10ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37⁵მონიტორინგის განხორციელება

დაზღვევის შესახებ

  • 9²შიდა აუდიტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

პენიტენციური კოდექსი

  • 84პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 15 (დანართი 1)მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 7მონიტორინგი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 256ზოგადი დებულებანი პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³1589²151025615 (დ…37⁵2939127848
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო შიდა ფინანს…დაგროვებითი პენსიის შე…დაზღვევის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…