Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 16¹

იარაღის შესახებ

მუხლი 16¹. ვაზნის გადამუხტვა

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა. ვაზნის გადამუხტვისას ვაზნა იწყობა მისი ქარხნული წესით დამზადებული კომპონენტების ან გასროლილი მასრის გამოყენებით. დასაშვებია მხოლოდ იმ ვაზნის გადამუხტვა, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის.

2.სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა დასაშვებია ქარხნული წესით დამზადებული, სტანდარტული ნიმუშის ვაზნის პარამეტრების გათვალისწინებით, მასრის ზომების ან/და ტყვიის კალიბრის შეცვლის გარეშე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას.

4.პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლება აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას.

5.ფიზიკური პირი, რომელსაც სურს პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვა, ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ეს პირი ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

6.ამ მუხლით დადგენილი წესით ვაზნის გადამუხტვისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები.

7.ფიზიკურ პირს ეკრძალება პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტული ვაზნის გასაღება ან/და სხვა პირისთვის გადაცემა.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის (თოფისთვის) განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვისა) დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №86

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6ლიცენზიებისა და ნე… 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 21იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა და სასიგნალო იარაღის ტარება
  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
  • 15იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 30სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გადაგზავნა
  • 6იარაღის შეძენა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 237იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 141მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
621311523730661512261411556416¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსიცეცხლსასროლი იარაღის შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025