1.სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე.
2.მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით და შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი;
ბ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;
გ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს;
დ) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილისა და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას;
ვ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;
ვ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას;
ვ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელად გადასაცემი ბავშვი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს;
თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ადგენს მინისტრი.
თავი III
შვილად აყვანის პროცედურები
როგორ ფასდება შრომითი მოვალეობის დარღვევის უხეშობა გათავისუფლების მართლზომიერების შესამოწმებლად?
დასაქმებული ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავა ეხებოდა იმას, იყო თუ არა მიმღები მშობლის რეგისტრაციის პროცესში დასაქმებულის მიერ მოვალეობების დარღვევა იმდენად უხეში, რომ გათავისუფლებას ამართლებდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ინტერესებისთვის მაღალი პოტენციური საფრთხისა და ინფორმაციის შეუსაბამობებზე რეაგირების არქონის გათვალისწინებით, გათავისუფლება დარღვევის ადეკვატური ზომა იყო. სასამართლომ სსსკ 411-ე მუხლით გააუქმა სააპელაციო განჩინება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
როდის შეიძლება ბავშვის დაბრუნების შესახებ დავაზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი?
სსიპ ცენტრი მოითხოვდა ბავშვის დაბრუნებას იმ პირებისგან, რომლებთანაც ბავშვი ცხოვრობდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად და უზენაეს სასამართლოს დავა არსებითად არ განუხილავს.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით და შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი;ბ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;გ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს;დ) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილისა და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;ე) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას;ვ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;ვ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას;ვ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელად გადასაცემი ბავშვი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან;ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს;თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.3.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ადგენს მინისტრი.თავი IIIშვილად აყვანის პროცედურები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 16 ივლ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…სოციალური მუშაობის შეს…ბავშვის უფლებათა კოდექ…ქვეყანაში სიღატაკის დო…საერთაშორისო კერძო სამ…