შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 11. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე.

2.მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით და შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი; ბ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; გ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს; დ) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილისა და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ე) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ვ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით: ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა; ვ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას; ვ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელად გადასაცემი ბავშვი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ადგენს მინისტრი. თავი III შვილად აყვანის პროცედურები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით და შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი; ბ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; გ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს; დ) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილისა და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ე) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ვ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით: ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა; ვ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას; ვ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელად გადასაცემი ბავშვი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ადგენს მინისტრი. თავი III შვილად აყვანის პროცედურები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 16 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12781507¹12995417765165196611
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…სოციალური მუშაობის შეს…ბავშვის უფლებათა კოდექ…საერთაშორისო კერძო სამ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…