Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 70

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 70. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 82. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები →
თემები:საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5678910

1.კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2.შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3.აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

4.თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

4¹.ამ კანონის 71-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა.

5.თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.

6.შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

7.საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვასა და დანიშნულებისამებრ გაცემაზე პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

8.საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

9.შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

10.შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში − აფხაზურ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიბეჭდოს შესაბამის ენაზედაც. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

წინა მუხლი 69შემდეგი მუხლი 71

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არჩევნების გაყალბება (მუხლი 164³) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 82კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები
  • 158საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
  • 84კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 76კენჭისყრისა
  • 78კენჭისყრისა
  • 77საუბნო

რეფერენდუმის შესახებ

  • 27რეფერენდუმის შედეგების შეჯამება
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 26რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 32ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება
  • 28კენჭისყრის ჩატარება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 164ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164322827252671821588476787770
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს სისხლის სა…