ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტეგრალური მიკროსქემა (შემდგომში – იმს) – ელექტრონული ფუნქციის შემსრულებელი ნაკეთობა დასრულებული ან შუალედური ფორმით, რომლის ელემენტები, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთება განუყოფლადაა ფორმირებული ნაკეთობის მასალის მოცულობაში ან/და ზედაპირზე; ბ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია (შემდგომში – ტოპოლოგია) – იმს-ის ელემენტთა, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთების რაიმე სახით გამოსახული სამგანზომილებიანი განლაგება, ან იმს-ის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგება; გ) მოწმობა ტოპოლოგიაზე (შემდგომში – მოწმობა) – ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული, ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაცემული და მისი განსაკუთრებული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განაცხადი – ტოპოლოგიის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე) „საქპატენტი” – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებს; ვ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო.
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი
კონსულტაცია: ₾200

ლიანა ზაგაშვილი
იურისტი
კონსულტაცია: ₾200-დან
