ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 12. ქეშირება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარებისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი  ამ ინფორმაციის ავტომატური, შუალედური და დროებითი შენახვისთვის ან მისი შინაარსისთვის პასუხისმგებელი არ არის, თუ ეს ინფორმაცია ინახება სხვა მომსახურების მიმღებისთვის ეფექტიანად და სწრაფად მიწოდების მიზნით, იმ პირობით, რომ შუალედური მომსახურების მიმწოდებელი: ა) არ ცვლის ინფორმაციას; ბ) არ არღვევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობებს; გ) იცავს ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებულ წესებს ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებული და საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად; დ) ხელს არ უშლის ინდუსტრიაში ფართოდ აღიარებული და საყოველთაოდ გამოყენებული ტექნოლოგიის კანონიერად გამოყენებას ინფორმაციის გამოყენების შესახებ მონაცემების მისაღებად; ე) დაუყოვნებლივ შლის შენახულ ინფორმაციას ან/და ზღუდავს მის ხელმისაწვდომობას მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ ინფორმაციის გადაცემის პირველად წყაროსთან იგი ქსელიდან იქნა ამოღებული (წაიშალა) ან მისი ხელმისაწვდომობა შეიზღუდა ან სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანო კანონის დარღვევის აღსაკვეთად საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.

2.ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹31862152010151111314612
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …საავტორო და მომიჯნავე …ელექტრონული კომუნიკაცი…სასმელი წყლის მიწოდები…ეროვნული სივრცითი მონა…საქართველოსა და ევროჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა