საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹³. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

2.განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს; ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ 1 ) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას; დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ; ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს; ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას; ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.

4.სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

5.სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

5¹.მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

5².„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან) განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

6.ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

7.მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.

7¹.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისათვის, მიღებიდან ასევე 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

8.(ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. 2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს; ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ 1 ) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას; დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ; ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს; ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას; ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას. 4. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. 5. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 5 1 . მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. 5 2 . „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან) განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში. 6. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში. 7 1 . ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისათვის, მიღებიდან ასევე 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. 8. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3146 - სსმI, №20, 09.06.2006წ., მუხ.174 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №762 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 მაი. 2017

    მე-3 პუნქტში სიტყვა „არასრულწლოვნის“ შეიცვალა ნიშნით „)“; მე-6 პუნქტში გასაჩივრების წესი ახლებურად ჩამოყალიბდა და ამოღებულია „შემაკავებელი ორდერის“ ხსენება; 7¹ პუნქტში გადაწყვეტილების გადაცემის წესი გავრცელდა ქალთა მიმართ ძალადობაზე და დაემატა 24-საათიანი ვადა საუბნო სამსახურისთვის გაგზავნაზე, იარაღის საკითხებზე კი მიმღები გახდა მომსახურების სააგენტო.

  2. · გამოქვეყნდა 13 იან. 2010

    21¹³ მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულია: დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებული საქმეების 22-ე–34-ე მუხლებით დადგენილი წესით განხილვის დანაწესი მუხლში აღარ არის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁴21¹⁵21¹²6¹10171112¹ (…100101482921¹³
მნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოში ბინადრობი…იურიდიული დახმარების შ…საერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა