საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 28. გადარიცხული და ჩარიცხული თანხების ოდენობ ები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ასევე ამ პროვაიდერის ნებისმიერი შუამავალი, რომელიც საგადახდო დავალების შესრულებაში მონაწილეობს, ვალდებული არიან, გადარიცხონ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.

2.მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია გადარიცხოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა, ხოლო მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების ანგარიშზე ასახოს ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი თანხა მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობით, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუკი მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულია საკომისიოს დაკავების უფლება, მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს მას ინფორმაცია მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა და დაკავებული საკომისიოს ოდენობების შესახებ.

3.თუ გადარიცხული თანხიდან დაკავებულ იქნა საკომისიო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომისიოსი, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღებმა ან მიმღების პროვაიდერმა მიიღოს გადამხდელის მიერ ინიციირებულ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა. თუკი საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღებმა მიიღოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.

4.დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-2 პუნქტში შუამავალ პროვაიდერს დაეკისრა სრული თანხის გადარიცხვის ვალდებულება, ხოლო საკომისიოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაკავების უფლების შეთანხმებას დაუკავშირდა. მე-3 პუნქტში გადამხდელისა და მიმღების პროვაიდერების მოვალეობა ვალდებულების სახით ჩამოყალიბდა, დაემატა მიმღების პროვაიდერი და ამოღებულია შეთანხმებით სხვა წესის დათქმა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15218²48²7¹5313618 (დ…192620231201728
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საზღვაო კოდექსიფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა