საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 29. საგადახდო დავალების გამოთხოვის დაუშვებლობა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს იგი, თუ მას გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული.

3.პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

4.ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა.

5.მომხმარებელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა.

6.თუ მომსახურება გაწეულია ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის საკომისიოს შესახებ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    29-ე მუხლში ტერმინი „გაუქმება“ „გამოთხოვით“ შეიცვალა, მე-2 პუნქტს დაემატა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, ხოლო მე-3 პუნქტში პირდაპირი დებეტის გამოთხოვის ვადა კანონშივე განისაზღვრა. მე-5 პუნქტში შეთანხმების მხარეებად საგადახდო მომსახურების პროვაიდერები დასახელდა და დაემატა მე-6 პუნქტი ჩარჩოხელშეკრულებით საკომისიოს შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
684680681657¹5418 (დ…17 (დ…249212225236129
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა