Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 31¹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 31¹. პასუხისმგებლობა მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:სარეკლამო სამართალისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის მიმღების საგადახდო დავალების ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადაცემისთვის. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს სწორად არ გადასცა მიმღების საგადახდო დავალება, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ ხელახლა გადასცეს შესაბამისი საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.

2.საგადახდო დავალების დაგვიანებით გადაცემის შემთხვევაში მიმღებისთვის დაგვიანებით ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც თანხა ჩაირიცხებოდა ოპერაციის სწორად შესრულების შემთხვევაში.

3.თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე გადახდის ოპერაციის ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად შესრულებისთვის. თუკი მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ პუნქტის შესაბამისად, ის ვალდებულია მიმღების საგადახდო ანგარიში დააკრედიტოს შესაბამისი თანხის ოდენობით და ეს თანხა დაუყოვნებლივ გახადოს ხელმისაწვდომი. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც თანხა ჩაირიცხებოდა ოპერაციის სწორად შესრულების შემთხვევაში.

4.მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის ან არასწორად შესრულების შემთხვევაში, რომლისთვისაც მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პასუხისმგებლობა გადამხდელის წინაშე ეკისრება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. ასეთ შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აუნაზღაუროს გადამხდელს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა. პროვაიდერმა უნდა აღადგინოს მომხმარებლის დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო. დადებეტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ ის დაასაბუთებს, რომ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა მიიღო გადახდის ოპერაციის თანხა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულებულიყო სწორად განხორციელების შემთხვევაში.

6.თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაცია არ შესრულდა ან შესრულდა არასწორად, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა, მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები გადახდის ოპერაციის მოკვლევის მიზნით და შედეგი აცნობოს მიმღებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები მიმღებისთვის განახორციელოს უსასყიდლოდ.

7.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის მომხმარებლებს აუნაზღაუროს ხარჯი, აგრეთვე მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელი, რომელიც წარმოეშვა ამ მომხმარებელს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან უშუალოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შედეგად. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    დაემატა 31¹ მუხლი, რომელიც მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაციებზე ანაწილებს პასუხისმგებლობას მიმღებისა და გადამხდელის პროვაიდერებს შორის და აწესებს ანაზღაურების, ანგარიშის აღდგენისა და სარგებლის თარიღის წესებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 31²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავები შეცდომაში შემყვანი რეკლამის გამო1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროექტის დაგვიანების სარჩელისერვისის გვერდი
  • სამშენებლო დაგვიანების მოთხოვნებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 24მუხლი 26მუხლი 30²მუხლი 32მუხლი 33³

მიუთითებენ მასზე

მუხლი 32მუხლი 33¹მუხლი 33²მუხლი 33³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 31პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 31²პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 33მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება
  • 79გადამზიდველის პასუხისმგებლობა მისი მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 981ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
  • 675გამგზავნის პასუხისმგებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 54საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
  • 240მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა

საზღვაო კოდექსი

  • 164
  • 156

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 63სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9817079543233³19242630²33¹33²3131²3331¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026